• November

    19

    2024
  • 102
  • 0
ექსკლუზივი – ანზორ ჩუბინიძე შესაძლოა, შს მინისტრი გახდეს ?

ექსკლუზივი – ანზორ ჩუბინიძე შესაძლოა, შს მინისტრი გახდეს ?

,,GEO NEWS”- მა ახლახან გამოაქვეყნა სტატია სათაურით: ,,ექსკლუზივი – ვახტანგ გომელაური პოსტს შეინარჩუნებს, იუსტიციის მინისტრის კანდიდატურა კი კვლავ განხილვაშია”. აღნიშნულ პუბლიკაციაში ჩვენი ძალოვანი კონფიდენციალური წყარო გვეუბნებოდა, რომ იმ წუთიერი ინფორმაციის თანახმად, შს მინისტრის პოსტს ბატონი ვახტანგ გომელაური შეინარჩუნებდა, რომელიც წარმატებული და ეფექტური მინისტრია, თუმცა დღევანდელი დინამიკის გათვალისწინებით ( ჩვენი წყაროს ინფორმაციით ), თავად ბატონი გომელაუარი განწყობილია, რომ შს მინისტრის პოსტი დატოვოს, ვინაიდან იგი პროფესიონალია და კარგად ესმის, რომ ისეთ რთულ და კომპლექსურ უწყებას, როგორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა გარკვეული პერიოდულობით ,,ახალი სისხლის” შემატება სჭირდება.

ჩვენი წყარო იმასაც გვეუბნება, რომ ახალ შინაგან საქმეთა მინისტრად შესაძლოა, ვახტანგ გომელაურის მოადგილეები – ბატონი ალექსანდრე დარახველიძე ან ბატონი შალვა ბედოიძე ვიხილოთ, რომლებიც პროფესიონალების ვიწრო წრეში მაღალი კლასის ინტელექტუალებად და დარგის პროფესიონალებად მიიჩნევიან.

თუმცა, არსებობს ალტერნატიული სანდო წყაროს ინფორმაცია, რომლის თანახმად, ახალი შს მინისტრი შესაძლებელია, უწყების გარედან დაინიშნოს და ამ პიროვნებად სახელმწიფო  დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, ბატონი ანზორ ჩუბინიძე მოიაზრება, მით უფრო, რომ დღევანდელ მინისტრს და ანზორ ჩუბინიძეს ერთად მრავალწლიანი კოლეგიალური და კეთილგანწყობილი საქმიანობა აერთიანებთ.

როგორც მკითხველისთვის ცნობილია, პროგნოზები ,,უმადური საქმეა”, მაგრამ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ჩვენ თითი პულსზე გვიჭირავს და ნებისმიერი ახალი საინტერესეო ცვლილების თაობაზე, ჩვენი მკითხველი სრულად იქნება ინფორმირებული.

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS” 

 

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor