• November

    19

    2024
  • 109
  • 0
ევროვიზია 2024-ზე ანდრია ფუტკარაძის გამარჯვება, საერთაშორისო არენაზე საქართველოს კულტურული წარმომადგენლობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა

ევროვიზია 2024-ზე ანდრია ფუტკარაძის გამარჯვება, საერთაშორისო არენაზე საქართველოს კულტურული წარმომადგენლობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა

ანდრია ფუტკარაძემ საბავშვო ევროვიზია 2024-ზე დიდი წარმატება მოიპოვა. მისი ემოციური სიმღერა, ,,To My Mom”, დედისადმი მიძღვნილი ჰიმნია, რომელიც სიყვარულისა და მადლიერების თემებს ეხება.

სიმღერამ ,,დედას” არა მხოლოდ ჟიურის, არამედ მაყურებლის გულიც მალევე მოიგო.

კონკურსში მონაწილეობდა 22 ქვეყანა, მაგრამ ანდრიას შესრულებამ განსაკუთრებული ემოციური გამოხმაურება დაიმსახურა.

კომპოზიცია გიგა კუხიანიძისა და მაკა დავითაიას ნამუშევარია.

ანდრიას გამოსვლა 9-ე ნომრად შედგა და როგორც ჟიურიმ, ისე მაყურებლებმა უმაღლესი ქულებით შეაფასეს, რაც საბოლოოდ 239 ქულის დაგროვებაში დაეხმარა.

ეს საქართველოსთვის საბავშვო ევროვიზიის რიგით მეოთხე გამარჯვებაა, რაც ქვეყანას ამ კონკურსში საუკეთესო სტატისტიკას ანიჭებს.

საბავშვო ევროვიზია მუსიკალური კონკურსია, რომელიც 2003 წლიდან იმართება. ეს კონკურსი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და მიზნად ისახავს ახალგაზრდა შემსრულებლების წარდგენას საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველოსთვის საბავშვო ევროვიზია მნიშვნელოვან წერტილს წარმოადგენს მუსიკალურ კულტურაში, რადგან ქვეყანა 2007 წლიდან მონაწილეობს ამ კონკურსში.

2008 წელი – ბაჩანა ჩხარტიშვილი – მესამე ადგილი ( ეს იყო პირველი წარმატება, თუმცა ჯერ არა გამარჯვება ).

2011 წელი – ელენე ნიჟარაძე – გაიმარჯვა სიმღერით ,,რეკორდი”, რაც პირველი გამარჯვება იყო.

2016 წელი – თამარ ებანოიძე – მეორე ადგილი.

2024 წელი – ანდრია ფუტკარაძე – გაიმარჯვა სიმღერით ,,To My Mom”, რომელიც გახდა საქართველოს მეოთხე გამარჯვება.

2024 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პატარა ანდრიას ვიდეო ზარით მიულოცა გამარჯვება. ასევე გამოაქვეყნა მილოცვა, სადაც ანდრია ფუტკარაძის გამარჯვება აღინიშნა, როგორც ისტორიული მიღწევა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, საქართველოს ნიჭიერ ახალგაზრდებსა და ქვეყნის მუსიკალურ პოტენციალს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ეს გამარჯვება საქართველოს კულტურული წარმომადგენლობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა საერთაშორისო არენაზე.

მოამზადა გიული ირემაძემ

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor