
რადიკალების მორიგი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და პროვოკაციის მოწყობის მცდელობა
საქართველოს დასჯის მცდელობა მხოლოდ იმისთვის, რომ 26 ოქტომბერს საზოგადოებამ არჩევანი მშვიდობაზე შეაჩერა.
ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგი არ იცვლება, ამაზე მიუთითებს მათი მორიგი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება.
ცნობილი ხდება ბრიუსელში მალულად გაგზავნილი მოთხოვნები და ხელმოწერები.
ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიცია დასავლეთიდან საქართველოს დასჯას ითხოვს და ეს მხოლოდ იმ მოტივით, რომ ისინი ხელისუფლების სათავეში დაბრუნდნენ.
ბრიუსელში გაგზავნილ და ხელმოწერილ მოთხოვნებში საუბარია: გადაიდოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შეხვედრები, შეჩერდეს ყველა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი და გაიყინოს ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმი. ეს არის ის ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი, რომელიც რადიკალებმა აირჩიეს, სწორედ ასე ესახებათ მათი უსაფუძვლო მოთხოვნების შესრულებისთვის დასავლეთის მხარდაჭერა.
,,სერგო ორჯონიკიძისეული ქმედება საუკუნის თავზე, იმ განსხვავებით, რომ ოპოზიცია დახმარებისთვის ბრიუსელს მიმართავს და არა მოსკოვს” ,- ასე შეაფასა პრემიერ- მინისტრმა ოპოზიციის ფარული წერილი.
ირაკლი კობახიძე რადიკალების ამ ნაბიჯს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად აფასებს.
მოამზადა ირაკლი გუნიამ





