• November

    19

    2024
  • 62
  • 0
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამართვას ხელს ვერაფერი შეუშლის

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამართვას ხელს ვერაფერი შეუშლის

24 დან – 24-მდე ოპოზიციის აქცია 24 საათით გახანგრძლივდა. მათ გადაწყვეტილება გარე ძალებიდან მართული პრეზიდენტის ბრიფინგის შემდეგ მიიღეს.

ისევ პარალიზებულია ვაკე, ჭავჭავაძის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე გაშლილია კარვები, მოწყობილია ბარიკადები, აქციის მონაწილეები ღამეს ქუჩაში ათევენ, გარდა ამისა, ისინი აზიანებენ ინფრასტრუქტურას და წვავენ სკამებს. ამ რადიკალური ქმედებებით უკმაყოფილოა მოსახლეობა, რომელთაც გადაადგილებას დისკომფორტი ექმნება.

მთელი ღამის განმავლობაში, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, კარვებში იმყოფებოდა რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, აქციის მონაწილეები კი, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყვნენ – ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

არჩევნებიდან სამი კვირის თავზე, მსგავსი რადიკალური ქმედებებით მოითხოვენ უსაფუძვლო მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რომელშიც ხელახალი არჩევნების ჩატარება და არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე, საერთაშორისო გამოძიების დაწყება შედის.

ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებებით ირკვევა, რომ ისინი 25 ნოემბრისთვის ემზადებიან, როცა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს.

რადიკალების დღის წესრიგში პროტესტის გაგრძელება და ვაკიდან კარვების აქცია და მთელი თბილისი ბლოკირება რჩება.

მმართველი პარტია რადიკალებს მიმართავს, რომ პარლამენტის სხდომის ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება, მეტიც როგორც სახელისუფლებო გუნდში ამბობენ 25 ნოემბრის სხდომა მათი რადიკალური გეგმების მიუხედავად, მაინც ჩატარდება. ოპოზიციის პროტესტი მათ რადიკალურ გეგმებში არწმუნებს ,,ქართულ ოცნებას,, რომელიც ამბობს, რომ მოსახლეობის მიერ არჩეულ პარლამენტს, უკვე აქვს ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან და მას ოპოზიცია აღიარებს, თუ არ აღიარებს, მნიშვნელობა არ ექნება.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor