• November

    20

    2024
  • 125
  • 1
,,GEO NEWS”-ის ჟურნალისტ ირაკლი გუნიაზე რადიკალების მხრიდან ბულინგი და ფსიქოლოგიური ტერორი განხორციელდა

,,GEO NEWS”-ის ჟურნალისტ ირაკლი გუნიაზე რადიკალების მხრიდან ბულინგი და ფსიქოლოგიური ტერორი განხორციელდა

რადიკალების გააქტიურება და მორიგი თავდასხმა ამჯერად – ,,GEO NEWS,-ის ჟურნალისტზე.

,,GEO NEWS” გმობს ჩვენი ჟურნალისტის ირაკლი გუნიას მიმართ სოციალურ ქსელებში განხორციელებულ ინტენსიური დევნის, შეურაცხყოფისა და ბულინგის კოორდინირებულ ,,სპეცოპერაციას”, რომელიც რადიკალების, ოპოზიციასთან აფილირებული ჯგუფ ,,დაიტოვე”- ს წევრებისა და სხვა ექსტრემისტების მიერ განხორციელდა. 

აგრესული თავდასხმა მოიცავდა არანორმატიული ლექსიკით გინებას, შეურაცხყოფებს და დაშანტაჟების მცდელობას ჩვენი ჟურნალისტის მიერ წლების წინ ერთ-ერთ აქციაზე გადაღებული ფოტოს გამოყენებით.

გვინდა საზოგადოებას ვაუწყოთ, რომ ჟურნალისტი ირაკლი გუნია ორ თვეზე მეტია ჩვენთან მუშაობს და მის მიერ გამოვნელინი შრომისუნარიანობის, მოწადინებისა და ჟურნალისტური ჟინის გათვალისწინებით, საკუთარ თავზე მხოლოდ დადებითი წარმოდგენა შეგვიქმნა. ამავდროულად, მნიშვნელოვანია საზოგადოებას ვაუწყოთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ განასხვავებს იმას, თუ როგორი ფორმით განხორციელდა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა. შესაბამისად, ჟურნალისტზე თავდასხმა ხორციელდება ქუჩაში, აქციაზე თუ სოციალურ ქსელში, თუკი, ეს თავდასხმა ისეთი სიმწვავისაა, რომ კონკრეტულ ჟურნალისტს მისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი ეშლება, ეს უკვე თავის თავში მოიცავს დანაშაულის სრულ შემადგენლობას.

სწორედ ზემოთ აღნიშნული ბრალდებების გამო, რაც ჩვენი ჟურნალისტის მიმართ განხორციელდა, რედაქციამ მოახდინა ადეკვატური რეაგირება და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა, როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ასევე შსს-ს. განსაკუთრებით, საგულისხმოა, რომ ირაკლი გუნიაზე თავდასხმა იყო ერთგვარი გაგრძელება იმ თავდასხმისა, რაც ჩვენს დამფუძნებელზე, ჟურნალისტ ქეთევან ხომერიკზე განხორციელდა, მას მერე, რაც ქალბატონმა ქეთიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი შინაარსით – პოლიციელი გმირია. 

როგორც ჩანს, რადიკალები იმდენად იმედგაცრუებულნი არიან, რომ მხოლოდ ქაოსი და დესტრუქცია სურთ და პოლიციის მიმართ დაუნდობელი თავდასხმებით არიან დაკავებულნი.

გთავაზობთ თავად ჟურნალისტ ირაკლი გუნიას პოზიციას :

,,ბოლო რამდენიმე საათია მიმდინარეობს ოპოზიციასთან დაკავშირებული ჯგუფების და ადამიანების მხრიდან მიზანმიმართული ზეწოლა, ბულინგი და შეურაცხყოფა ჩემს მიმართ. ასე ცდილობენ ეს ადამიანები იმ ჟურნალისტებზე თავდასხმებს, რომლებიც მათ იდეოლოგიას არ იზიარებენ. ამის საილუსტაციოდ აქტიურად ავრცელებენ ჩემს იმ ფოტოებს, სადაც ასახულია ჩემი ,,უცხოური გავლენის გამჭირვალეობის” შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დგომა. ეს არის მათი რეალური სახე და ამგვარი ქმედებებით ცდილობენ ჟურნალისტებზე ზეწოლას. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, როგორც აზრის ქონისა, ასევე აზრის შეცვლისა”.

ამ დროისათვის ჩვენი ჟურნალისტი ირაკლი გუნია უკვე გამოკითხული იქნა სამართალდამცავი ორგანოების მიერ, რის შედეგადაც მან მოითხოვა შეურაცხყოფის განმახორციელებელი პირების იდენტიფიცირება და შემდგომი კანონშესაბამისი რეაგირება, რაშიც მთელი რედაქცია სოლიდარულია ირაკლისთან და ყველა ერთად ვთხოვთ, სამართალდამცავ ორგანოებს კანონის აღსრულება დროულად, ეფექტურად და შედეგიანად განახორციელონ, რის პოზიტიურ შედეგშიც დარწმუნებულნი ვართ.

დღევანდელი ფაქტი განაპირობებს ჩვენი მხრიდან საჯაროდ განცხადებას, რომ ,,GEO NEWS” თითოეული თანამშრომლის გვერდით იდგება ყოველთვის და ექნება მყისიერი და ადეკვატური რეაგირება. ჩვენ როგორც უკვე დაბულინგებული ჩვენი კოლეგების მიმართ, აგრეთვე მომავალშიც დაჩაგრულ ჩვენს კოლეგებს და მათ უფლებებს განუხრელად დავიცავთ. ჩვენ ვთვლით, რომ ჟურნალისტის საქმიანობა დაცული უნდა იყოს ყოველგვარი ხელის შეშლისაგან, ვინაიდან ჩვენი პროფესიით ერთ-ერთ ყველაზე დიდ საზოგადოებრივ სიკეთეს ვემსახურებით – ვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას.

დაბოლოს, მედია უფლებამოსილია სახელმწიფოებრივ საკითხებში ჰქონდეს მყარი პოზიცია, რაც წინაპირობაა მისი პროფესიული ხედვისა და ეს არანაირად არ ნიშნავს, თითქოს მშვიდობის პოლიტიკის მხარდაჭერისათვის ჩვენ ვინმე რამეს გვიხდის. ჩვენი მხარდაჭერა მმართველი ძალის მიმართ განპირობებულია იმ ფაქტით, რომ დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით ,,ქართული ოცნება” ერთადერთი ძალაა, რომელსაც რთული რეგიონალური კონტექსტის გათვალისწინებით, შეუძლია საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება.

,,GEO NEWS”

 

 

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

1 COMMENT

  • ჯუმბერ
    November 20, 2024, 6:18 pm REPLY

    ქეთი შენი დედა მობტყან ჟურნალისტური ყლით💜
    რაის ჟურნალისტი ხარ შე მონავ

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor