
საქართველოს ,,ვაი” პრეზიდენტი თავს ბოლომდე იშიფრავს და რადიკალებს გმირებად რაცხავს
მართული პრეზიდენტის მორიგი პოლიტიკური განცხადებები – არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტს სალომე ზურაბიშვილი დღის წესრიგში ტოვებს და მთავარ მიზეზად არჩევნების დღეს ფარულობის დარღვევას და საყოველთაობას ასახელებს. სწორედ ამ ორი მიზეზით ის საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს. იმ სასამართლო ინსტაციას, რომელმაც თავად პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო და რომლის მიმართაც თავად პრეზიდენტი დისკრედიტაციით გამოირჩეოდა.
სალომე ზურაბიშვილს არაფერი უთქვამს იმაზე, მივა თუ არა პროკურატურაში გამოკითხვაზე, თუმცა არჩევნებს კვლავ გაყალბებულად მიიჩნევს. მის მოთხოვნებში რჩება საერთაშორისო გამოძიების დაწყება.
საგანგებო ბრიფინგზე დასავლეთისგან მართული პრეზიდენტი რადიკალური ოპოზიციის აქციასაც გამოეხმაურა და ოპოზიციასთან აფილირებულ ახალგაზრდებს, რომლებიც ბოლო დღეებში რადიკალიზმითა და პროვოკაციებით გამოირჩევიან, ქვეყნის ნათელი მომავალი უწოდა.
ზურაბიშვილს თავისი უსაფუძვლო მოთხოვნის მიღმა, არც ხელახალი არჩევნების ჩატარება დარჩენია და თქვა, რომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, მაგრამ იქამდე სანამ ეს არჩევნები ჩატარდება, ქვეყანამ ცხოვრება არსებული პარლამენტით, მთავრობითა და პრეზიდენტით უნდა გააგრძელოს.
თავის გამოსვლაში მან დიდი დრო დაუთმო თავის დამკვეთებზე საუბარს, თქვა რომ ის ყოველდღიურ რეჟიმში ეკონტაქტება დასავლელ ლიდერებს.
ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში ერთი ერთში გაიმეორა აგენტურული ოპოზიციისა და დასავლეთის ნარატივი, რომლითაც ისინი სახელისუფლებო გუნდს მასირებულად უპირისპირდებიან, ამ ფონზე კი ,,ქართული ოცნება” ქვეყანაში ეროვნული პოლიტიკის და რეფორმების გატარებას განაგრძობს.
ირაკლი გუნია





