• November

    20

    2024
  • 74
  • 0
ოპოზიციურ ოთხეულს ,,კოვზი ნაცარში ჩაუვარდა” – ბრიუსელი მათ ხვეწნა-მუდარაზე არ რეაგირებს

ოპოზიციურ ოთხეულს ,,კოვზი ნაცარში ჩაუვარდა” – ბრიუსელი მათ ხვეწნა-მუდარაზე არ რეაგირებს

საქართველოს დასჯის სცენარი ჩავარდა – უსამშობლო ოპოზიციამ კონკრეტულ შედეგს ვერ მიაღწია, ოთხეულის მიერ ბრიუსელში გაგზავნილი ანტისახელმწიფოებრივი წერილი, სადაც ევროკავშირს საქართველოს დასჯას სთხოვდნენ, წერილად დარჩა.

მოთხოვნების შესრულება ვერა, მაგრამ რადიკალებმა ის მაინც მიიღეს, რომ თბილისს მალე ევროკავშირის წარმომადგენლები ეწვევიან. როდის და რა მისიით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ სამუშაო შეხვედრები სწორედ ,,ქართულ ოცნებასთან” გაიმართება, იმ ძალასთან, რომელიც ეროვნულ ინტერესებთან ერთად, ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის მუშაობს.

რატომ ითხოვს ოპოზიცია საკუთარი ქვეყნისა და ხალხის დასჯას ბრიუსელისგან ?

მმართველი გუნდი ოპოზიციას ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს. ,,ღალატი და ჯაშუშობა” – ასეთია სახელისუფლებო გუნდის შეფასება, ბარიერგადალახული პარტიების მიერ ბრიუსელში გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით.

ევროკავშირის ლიდერებს, ბარიერგადალახულმა პარტიებმა, ფინანსური დახმარების შეჩერება, არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება და ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, მკაფიო განცხადების გაკეთება მოსთხოვეს. სახელისუფლებო გუნდის ლიდერები ოპონენტების მორიგ ლუსტრაციაზე საუბრობენ.

ბრალდებებს უარყოფენ, თუმცა ბრიუსელში გაგზავნილი მოთხოვნები, რომ მათი პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია, ამას ოპოზიციაში ადასტურებენ.

ხელისუფლების ოპონენტები დღეს არ მალავდნენ, რომ ხელისუფლების დასჯა მათი მიზანია და ამისთვის მზად არიან, ყველა შესაძლო ხერხი გამოიყენონ.

ოპოზიციური პარტიების ფარული გზავნილი ბრიუსელში ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ჩაიტანა. მისი თანაგუნდელები დღეს განმარტავდნენ, რომ სანქციები და ქვეყანაზე ზეწოლა მათი პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია.

,,ნაცმოძრაობა”, ხელისუფლების შესაცვლელად, ბარიერგადალახული პარტიების ერთიანობას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს.

ოპოზიცია რომ ხელოვნურად დივერსიფიცირებულია და რეალურად ,,ნაციონალური მოძრაობის” იდეურ ერთობას წარმოადგენს, ამაში მმართველი გუნდი დარწმუნებულია.

ოპონენტების ქმედება, დღეს საპარლამენტო უმრავლესობაში, ღალატის მანიფესტად გამოაცხადეს. თქვეს, რომ სურვილის მიუხედავად, ოპონენტებს ქვეყნის დაზიანება არ გამოუვათ.

შეგახსენებთ, ცესკომ არჩევნების საბოლოო შედეგი სამი დღის წინ გამოაცხადა. ოპოზიცია ევროკავშირს ხელახალი არჩევნების ჩატარების მიზნით, ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor