• November

    21

    2024
  • 75
  • 0
,,GEO NEWS” ყველა ,,კიბერბულერის” დასჯას ითხოვს – დიახ, ,,პოლიციელი გმირია”

,,GEO NEWS” ყველა ,,კიბერბულერის” დასჯას ითხოვს – დიახ, ,,პოლიციელი გმირია”

ჩვენი ამ მასალის მომზადების ძირითადი მიზეზი გახლავთ გუშინდელი ,,პოსტი”, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა ქეთევან ხომერიკმა საკუთარ ,,ფეისბუკ” გვერდზე სტატუსად დადო და რომელიც შეიცავდა მხოლოდ ორ სიტყვას – ,,პოლიციელი გმირია”. აღნიშნულს იმდენად აგრესიული რეაქცია მოჰყვა ,,ნაცხროვასთან” ასოცირებული სულგაყიდული ,,ტროლ-ბოტ-ბანდისა” და დაჯგუფება ,,დაიტოვეს” მხრიდან, რომ ჩვენთან ერთად პირდაპირ ქართული პოლიცია გახდა მათი სამიზნე, რომელიც ზუსტად ის ძალაა, ქვეყნის მშვიდობის სადარაჯოზე რომ დგას.

მთავარი მაინც ისაა, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს პოლიციას უღმერთოდ ლანძღავენ, სრულად იმ პოლიტიკიური პარტიის გულმხურვალე მხარდამჭერები არიან, ვინც იმ ავბედითი 9 წლის განმავლობაში პოლიცია დამსჯელი და სადისტური ძალის მქონე ყველაფრის მკადრებელ ხროვად გადააქცია, ეს ძალა, რა თქმა უნდა, ,,ნაციონალური მოძრაობაა”.

მართალია, ყველას გვახსოვს 7 ნოემბერი, 26 მაისი და თავად მაშინდელი შსს მინისტრი მერაბიშვილის პირით გახმაურებული ორი გვამის მოთხოვნა, რაც უნდა დაკმაყოფილებულიყო დაუყოვნებლივ. ასეთი სადიზმით განთქმული ,,ნაცხროვის” ადეპტები დღეს ქართულ პოლიციას უტევენ და ლანძღავენ, მაშინ როდესაც ეს ერთადერთი წინაღობაა ქვეყნის სტაბილურობისა და სრულ ქაოსს შორის, რა დროსაც, ,,ნაცხროვა” ძალაუფლებას მოეპოტინება და ქვეყანაში ომის ცეცხლს ააგიზგიზებს, რასაც ჩვენი სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი საბოლოოდ შეეწირება.

დღეს, ყველას ვისაც არ ეზარება, პოლიციის სალანძღავი სიტყვები აკერია პირზე და ქართველ პოლიციელებს არაჰუმანურ ქცევაში ადანაშაულებს. გაჰყვირიან, დემოკრატიებში ასე არ ხდებაო, რაც მით უფრო სასაცილოა, რომ ჩვენი პოლიცია სისასტიკეში ვერც კი მიუახლოვდება მის ამერიკელ კოლეგებს ( იხ. კამპუსების დარბევა ღაზა-ისრაელის კონფლიქტის გაპროტესტების გამო ). არც ბრიტანულ პოლიციას არ უჭირს მავანთან სისასტიკის გამოვლენა, თუ ამისი კანონიერი საჭიროება დგება ( იხ. ანტი ემიგრანტული აქციების დაშლა კონსტებლების მიერ მიმდინარე წლის ზაფხულში ). ნურც ფრანგულ პოლიციას გამოვტოვებთ და თუნდაც ე.წ.ყვითელი ჟილეტების აქციების დაშლის ფორმები და სისასტიკის ხარისხი გავიხსენოთ.

ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, ქართველი პოლიციელები ნამდვილად გმირები არიან და ამას ,,წყალი არ გაუვა” და ეს არაა დამოკიდებული დაფინანსებული აქტივისტების ბღავილზე. 

გუშინ ჩვენი დამფუძნებელი ზემოთ აღნიშნულ თემაზე დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს მე-4 სამმართველოში გამოიკითხა, ხოლო ჩვენი ჟურნალისტი ირაკლი გუნია ამავე თემაზე ფოთის პოლიციის მთავარ სამმართველოში. ჩვენ საოქმოდ დავაფიქსირეთ შემდეგი მოთხოვნა :

,,გვსურს მოხდეს აღნიშნული ქმედების ჩამდენი პიროვნებების დაბარება გამოკითხვაზე და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება, რათა ისწავლონ ჭკუა და შემდგომში არ განახორციელონ სიტყვიერი შეურაცხყოფა საზოგადეობაზე და ჩვენს გუნდზე”.

აღნიშნულის აუცილებლობა პირველ რიგში განაპირობა იმ ფაქტმა, რომ დღის წესრიგში დადგა აქამდე არნახული კიბერბულინგის ფაქტების სამართლებრივი შეფასების საჭიროება, ვინაიდან, არსებითად ჩვენთან დაკავშირებით მომხდარი სამწუხაროდ გამონაკლისი არაა და მსგავსი რამ გადაჭარბებული დოზებით საქართველოს არაერთმა მოქალაქემ გადაიტანა.  სოციალურ ქსელებში ადამიანთა დიდი რაოდენობა თავს დაუცველად გრძნობს ასეთი სახის აგრესიისაგან. მართალია, სოციალურ ქსელებში ბულინგი წლებია მიმდინარეობს, თუმცა, ,,ნაცხროვას”-თან ასოცირებულმა დაჯგუფებებმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს. 

ჩვენ დაგვიკავშირდა არაერთი აღშფოთებული ადამიანი, მათ შორის ცნობილი იურისტი, რომელიც თავად გახდა იგივე შინაარსის პოსტის გამო, მძიმე თავდასხმის მსხვერპლი და გამოსავალი მისთვისაც არსებითად ხილული და ნათელი პრეცენდენტის შექმნაა, რომლის დროსაც დაისჯება ნებისმიერი მცდელობა კიბერბულინგისა. ჩვენ მის ინტერვიუს მომდევნო სტატიაში შემოგთავაზებთ. 

დაბოლოს, ჩვენი გუნდი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ყველა ჩვენს გულშემატკივარს, ვინც გუშინ საჯაროდ გამოხატა საკუთარი აზრი და მხარი დაგვიჭირა ღიად ჩვენს ბრძოლაში კიბერბულინგის, შეურაცხყოფის და თავდასხმის წინააღმდეგ.

გიორგი კორძაძე, ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor