
,,საზოგადოება ქართული” საქართველოს ინტერესს იცავს
ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კვლავ განხილვის საგანია რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ბრიუსელში გაგზავნილი წერილი, სადაც საუბარი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დასჯის მექანიზმებზე იყო.
ამ წერილს ,,ქართული ოცნება” მოღალატეობრივს უწოდებს და ამბობს, რომ აღნიშნული დოკუმენტი ჯაშუშობას უტოლდება.
საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტა, არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება და ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, პოზიციის მკაფიოდ გამოხატვა – ეს არის ოპოზიციის მიერ შედგენილ წერილში მთავარი მოთხოვნები.
პირადი ინტერესით ქვეყნის ინტერესის დაზიანების ბრალდებას არ იზიარებენ ოპოზიციაში, თუმცა არ მალავენ, რომ საერთო წერილის გაგზავნის მიზანი ხელისუფლებაზე წნეხის გაძლიერებაა.
პოლიტიკურ პარტიებში ამბობენ, რომ მათი სურვილია, საქართველოში არსებულ ვითარებაზე პარტნიორები ინფორმაციას ოპოზიციისგან იღებდნენ.
ბრიუსელში ოპოზიციის მიერ გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს ,,საზოგადოება ქართულის” წევრებმა.
ავტორები მიიჩნევენ, რომ ე. წ ,,კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისათვის” ძალაუფლების წყარო და ლეგიტიმაციის მიმცემი არა ქართველი ხალხი, არამედ უცხოეთია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით კი, ოპოზიციის ქმედებები, ღალატთან ერთად, მავნებლურია.
ირაკლი გუნია





