• November

    22

    2024
  • 62
  • 0
იოავ გალანტი – მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით გაათანაბრა ისრაელი და „ჰამასი“, ხელს უწყობს ტერორიზმს, ქმნის სახიფათო პრეცედენტს თავდაცვის უფლების წინააღმდეგ

იოავ გალანტი – მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით გაათანაბრა ისრაელი და „ჰამასი“, ხელს უწყობს ტერორიზმს, ქმნის სახიფათო პრეცედენტს თავდაცვის უფლების წინააღმდეგ

ისრაელის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტი გმობს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ ამით სასამართლო ხელს უწყობს მკვლელობას.

„ამ გადაწყვეტილებით მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ერთად დააყენა, გაათანაბრა ისრაელი და „ჰამასი“ და აკანონებს ჩვილების მკვლელობას, ქალების გაუპატიურებას, მოხუცების გატაცებას მათი საწოლებიდან“, – წერს გალანტი სოციალურ ქსელში.

გალანტის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება „ქმნის სახიფათო პრეცედენტს თავდაცვისა და მორალური ომის უფლების წინააღმდეგ, ხელს უწყობს ტერორიზმს“. გალანტმა ასევე აღნიშნა, რომ ამაყია თავისი როლით, რთულ პერიოდში ისრაელის თავდაცვის ძალებისთვის ხელმძღვანელობით.

ცნობისთვის, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ბენიამინ ნეთანიაჰუს, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერი გასცა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor