• November

    22

    2024
  • 122
  • 0
ხელოვანი მალხაზ ვარშანიძე გლობალური დასავლეთის ფარულ გეგმებს ააშკარავებს და საქართველოს ,,ზვარაკად” შეწირვის რისკებზე საუბრობს

ხელოვანი მალხაზ ვარშანიძე გლობალური დასავლეთის ფარულ გეგმებს ააშკარავებს და საქართველოს ,,ზვარაკად” შეწირვის რისკებზე საუბრობს

გამორჩეული ხელოვანი ბატონი მალხაზ ვარშანიძე ,,GEO NEWS”-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში გლობალურ პოლიტიკას აანალიზებს და ორიგინალური ხედვის კუთხეს გვთავაზობს რუსეთთან მიმართებაში გლობალური დასავლეთის სტრატეგიისა და ტაქტიკის შესახებ. 

-როგორ შეაფასებდით ,,GEO NEWS”-ის ჟურნალისტებზე ბულინგისა და შეურაცხყოფის კამპანიას, რომელიც რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში მიმდინარეობს ?

მედიის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ,,ნაც-მედიებს” არ განეკუთვნებიან დღეს არის ბულინგი და აქციებზე პირდაპირი თავდასხმა. თქვენი ინტერნეტგამოცემის წინააღმდეგაც იგივე რამ ხდება. ნაცების 9 წლიანი ტირანიის პერიოდში კი, იყო რეალური და აუცდენელი ექსპროპრიაცია, რის მაგალითადაც ,,იმედის” დარბევისა და წართმევის ფაქტებიც კმარა.

დიახ, ძალიან მძიმეა, მაგრამ არ მიკვირს. ეგ ე.წ. ,,არასრულწლოვანები”, ,,ქვეყნის ახალგაზრდობა” და ,,ხალხი” გაიძახიან – “რა შუაშია ,,ნაციონალური მოძრაობაო” ? მათი უმეტესობა კი, ფაქტობრივად ,,ნაცების” ოჯახებთან, მათი ორგანიზაციების ბიზნესებთან და მათივე დონორ ფონდებთან პირდაპირ არიან დაკავშირებულნი. ძალიან ცუდია, რომ ბულინგი, აქციაზე თავდასხმა, მუშაობაში ხელის შეშლა, ცილისწამება და სხვა და სხვა სახის შეურაცხყოფები დემოკრატიის ნორმებად გადაიქცა. ამ სტანდარტებით ბოლშევიკური და ფაშისტური გადატრიალებებიც ულტრადემოკრატიულ მოვლენებად შეგვიძლია შევრაცხოთ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რას რა კუთხით შევხედავთ.

როგორ აფასებთ 26 ოქტომბრის არჩევნებს ?

-26 ოქტომბერის არჩევნები ჩატარდა ნორმალურად. არავითარი რეალური და კონკრეტული სამართლებრივი ფაქტი არ არსებობს არჩევნების ლეგიტიმაციაში ეჭვის შესატანად. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მსგავსად ხდება. დღეს ასეთი ინფორმაციების მისაღებად ინტერნეტ სივრცე ღიაა და საჯაროა. ვიცით, როგორც ტარდება არჩევნები იმ ქვეყნებში, რომელთა წარმომადგენლები ჩვენს არჩევნებზე უარყოფითად ლაპარაკობენ სხვა და სხვა ტრიბუნებიდან. მათთან ძალიან ცუდი ფაქტებიც მინახავს, მაგრამ არავინ თვლის მათ არჩევნებს არალეგიტიმურად. ეს არჩევნები ჩატარდა არაერთხელ აპრობირებული ამერიკული ციფრული ტექნოლოგიით და მისი გადამოწმება უფრო იოლად და ზუსტად არის შესაძლებელი. ისიც უნდა ითქვას, რომ წარსულში არაერთი არჩევნები ჩატარდა ,,ყაჩაღურად”, მაგრამ არავის პრეტენზია არ ჰქონია, იმისდა მიუხედავად, რომ წლები ვიყავით ქუჩაში და ამ აქციებისგან განსხვავებით ნამდვილად მშვიდობიანად ვაპროტესტებდით.

-ოპოზიცია, როგორც წინა არჩევნების შემდეგ, ახლაც არ შედის პარლამენტში და აქციების რეჟიმშია. მათ ასეთ საქციელს რა შეფასებას მისცემდით ?

-ოპოზიციას არ გააჩნია ჯანმრთელი პოლიტიკური პლატფორმა. ისინი ხან არ შევლენ და ხან შევლენ…ეს მათი თამაშის მეთოდია..პირველი, რასაც აღწევენ ქვეყანას უნარჩუნებენ მუდმივ დაძაბულობის რეჟიმს, რაც მოქმედებს ჩვენს ეკონომიკაზე და თითოეული მოქალაქიის ოჯახის შემოსავლზე. ასეთი ქცევაც უკვე ბევრჯერ გავიარეთ. მათი მიზანი და ქმედება იყო და არის ჩვენი ქვეყნის კრიზისში შეყვანა და იმ კონდიციამდე მიყვანა, როგორშიც უკრაინაა – საზოგადოების დაპირისპირება, ანუ მაიდანი, ყველა დონეზე ეკონომიკური პარალიზება, შემდეგ შიდა შეიარაღებული დაპირისპირება და შესაძლოა რუსეთის ისევ შემოსვლა. ჩვენ ხომ ვიცით, რომ მათ აქვთ კანონი, რომლის საფუძველზეც მის ყოფილ გავლენის ტეროტორიებზე ე.წ. ,,წესრიგის დამყარების” მიზნით შეუძლია შეიჭრას. არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ოპოზიციის ლიდერებში ბევრია რუსეთის სპეცსამსახურის ფიგურები, ყოფილი პრეზიდენტიდან და მისი ნათესავებიდან დაწყებული.

დასავლეთი ასეთი დესტაბილიზაციებით იგებს ორ რამეს : ეს არის რუსეთის ომებით დასუსტება და მსოფლიოს გადანაწილება. ჩვენ, უკრაინა და მოლდავეთი კი, ამ ,,დიადი დემოკრატიული პროექტის” შესაწირ სიაში ვართ. სხვისი ხელებით და სხვისი ომით. რა თქმა უნდა, ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ხალხი და ქვეყანა ამ გეგმის განხორციელებისგან.

დასავლეთი ითხოვს ქართული ორი კანონის გაუქმებას, რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს მათ მოთხოვნას ?

-საუბედუროდ, დღევანდელი საინფორმაციო სივრცის დიდი ნაწილი ჭორებზე არის დაფუძნებული და პოლიტიკური ფიგურებიც მათივე გავრცელებული ჭორებით ,,იმყარებენ” პოლიტიკური პოზიციებს. პარლამენტი უნდა ამუშავდეს, რადგან ვერავინ ვერ წარმოადგენს ვერც ერთ იურუდიულ მტკიცებულებას ჩვენი არჩევნების არასამართლებრივად ცნობისთვის.

დასავლეთის ზოგიერთი საეჭვო პლატფორმის პოლიტიკოსებს სურთ ორი ქართული კანონის გაუქმება. ერთი – რომელიც არის ქვეყნის უსაფრთხოების კანონი, რაც დასავლეთის უმეტეს ქვეყნებში მოქმედებს და მეორე – რომელიც ქართული ტრადიციული ოჯახური ღირებულებებისა და ჩვენი შემდეგი თაობის საუკეთესო ინტერესების დაცვას ემსახურება. დემოკრატიის სტანდარტებით კი, არავის აქვს უფლება შეეხოს ეროვნულს და სულიერ ტრადიციებს. ნებისმიერი ასეთი ზეწოლა არის დიქტატურა, ტირანია და ახალი ნაციზმი და ფაშიზმი.

ჩვენ გვჭირდება ერთად დგომა, რაც ძალიან კარგად გამოგვდის. ამასაც გადავიტანთ. მსოფლიოს წინ ელის დიდი ცვლილებები. იმედი მაქვს, რომ ეს ნეონაცისტული პარტიები და ფიგურები დასავლეთში მალე დაასრულებს არსებობას. ჩვენ კი, ნელ-ნელა გავძლიერდებით და მსოფლიოში გავხდებით მშვიდობიანი, ყველასთვის საჭირო ანგარიშგასაწევი სახელმწიფო. ღმერთი ფარავდეს ჩვენს ხალხს და ქვეყანას.

ირაკლი გუნია

,,GEO NEWS”

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor