• November

    22

    2024
  • 59
  • 0
თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიქიშვილის გამზირზე გამართულ აქციაზე პოლიციელზე ძალადობის მუხლით დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიქიშვილის გამზირზე გამართულ აქციაზე პოლიციელზე ძალადობის მუხლით დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე გამართულ აქციაზე პოლიციელზე ძალადობის მუხლით დაკავებულ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

პატიმრობას საქართველოს პროკურატურა ითხოვდა. საქმის პროკურორის, ანი ხუბეჯაშვილის განცხადებით, ვიდეომტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებული სამ პოლიციელს თავს დაესხა. მისივე თქმით, არსებობდა მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

ადვოკატები აღნიშნულ პოზიციას არ დაეთახმნენ. დაცვის მხარემ სასამართლოს 2 000-ლარიანი გირაო შესთავაზა, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.

ცნობისთვის, სასამართლო სხდომის დაწყებამდე საქართველოს პროკურატურამ მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას პოლიციელებზე თავდასხმის ამსახველი ვიდეო გაავრცელა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor