
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
„ბილდი“ – რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოს 25 პროცენტი დაიკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოს 25 პროცენტი დაიკავეს.
ამის შესახებ გამოცემა „ბილდის“ ანალიტიკოსმა, იულიან რიოპკემ განაცხადა.
„ბილდის“ ღია ბაზების ანალიზის ექსპერტის თქმით, რუსთის სამხედრო ნაწილებმა წინ წაიწიეს კურახოვოს აღმოსავლეთში.
იულინა რიოპკე კურახოვოში უკრაინის არმიისი მდგომარეობას „კრიტიკულს“ უწოდებს.
გარდა ამისა, რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ წინსვლას კურახოვოს წყალსაცავის ჩრდილოეთ ნაპირზე, სადაც შევიდნენ სოფელ ბერესკში და ასევე დაიკავეს კაშხლები, რომლებზეც ადრე მოწყობილი იყო საგზაო და სარკინიგზო გადასასვლელები.
„ბილდის“ ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ ამ კაშხლებზე ხიდები განადგურდა, რამაც შეაჩერა რუსი დამპყრობლების წინსვლა ჩრდილოეთიდან, მაგრამ ახლა მათ შეუძლიათ უკრაინული ძალების დაბომბვა სულ რაღაც ერთი კილომეტრის მანძილიდან.
გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკმა, ვლადისლავ სელეზნიოვმა აღნიშნა, რომ სიტუაცია კურახოვოში შეიძლება მხოლოდ გართულდეს.





