
,,GEO NEWS”-ის ჟურნალისტი ირაკლი გუნია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხა
,,GEO NEWS”-ის ჟურნალისტმა ირაკლი გუნიამ ახლახან დატოვა ზუგდიდის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობა.
მოგეხსენებათ, ჩვენი ჟურნალისტის მიმართ რადიკალური ჯგუფების მხრიდან განხორციელებული მუქარის, ბულინგისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საკითხის შესწავლა დაიწყო და დღეს ირაკლი გუნია გამოიკითხა.
ირაკლი გუნიამ მის მიმართ 19 ნოემბერს განხორციელებული ბულინგის, შეურაცხყოფისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე, უწყებას მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია და მტკიცებულება გადასცა.
,,GEO NEWS” იმედს იტოვებს, რომ საქმეზე ჭეშმარიტება მყისიერად დადგინდება.
,,GEO NEWS”





