• November

    25

    2024
  • 108
  • 0
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა შედგა

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა შედგა

დღეს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის სხდომა გაიმართა. რეგისტრაცია პარლამენტის 89 წევრმა გაიარა. სხდომა ბატონმა ვლადიმერ კახაძემ გახსნა. სხდომას მთავრობის წევრები, ქალაქის მერი და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. 88 ხმით არცერთის წინააღმდეგ, პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება სცნო.

პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.

პარლამენტმა ვიცე სპიკერებიც აირჩია. პირველი ვიცე სპიკერი ბატონი გია ვოლსკი იქნება, ასევე ვიცე სპიკერები იქნებიან ქ-ნი ნინო წილოსანი და ქ-ნი თეა წულუკიანი.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია ,,ქართული ოცნების”თავმჯდომარე კვლავ მამუკა მდინარაძე იქნება.

მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო მანდატების დატოვებას აპირებენ.

ირაკლი კობახიძემ მთავრობის წევრების კანდიდატები წარმოადგინა. ხვალიდან  მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცესი დაიწყება.

სხდომის დარბაზის გარეთ, ქუჩაში საპროტესტო აქცია იმართებოდა.

ოპოზიციის მტკიცებით, პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურად გაიმართა. სხდომის შემდეგ, ოპოზიციამ კარვები აშალა, რომელიც გუშინ თავადვე გაშალა.

ნიკა გვარამიამ კი, საქართველო დატოვა და ბრიუსელში გაემგზავრა.

პრეზიდენტი ზურაბიშვილიც დღევანდელ სხდომას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. ის კვლავ ახალ არჩევნებს ითხოვს.

ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს, თუმცა ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გახარიას გუნდი პარლამენტში აუცილებლად შევა.

თამთა მაისურაძე

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor