• November

    27

    2024
  • 143
  • 1
რა გეგმა აქვს დასავლეთიდან მართულ მოღალატე ოპოზიციას ?

რა გეგმა აქვს დასავლეთიდან მართულ მოღალატე ოპოზიციას ?

უგეგმოდ დარჩენილ ოპოზიციას მხარდამჭერები გაუნაწყენდა. ხმაურმა და პროტესტმა შედეგი ვერ გამოიღო, შესაბამისად, ვერც პროტესტის მუხტი აიწია. ახლა რადიკალები ისევ 2020 წლის სცენარის სისრულეში მოყვანას იწყებენ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბარიერგადალახული სამი პარტიის მიერ სიების ჩახსნაზე მოთხოვნა დააკმაყოფილა და ისღა დარჩათ, რომ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართონ.

როგორც ჩანს, რადიკალურ ოპოზიციაში დიდი ერთობა, ვერც ამჯერად მოხდა და ამ ერთობის დამრღვევი ყოფილი პრემიერის გუნდია.

გიორგი გახარიას პარტიაში ამ ეტაპისთვის სიების ჩახსნასა და მანდატების გაუქმებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ.

მაშინ, როცა პარლამენტის პირველი სხდომა შედგა და ახალი მოწვევის საკანონდებლო ორგანომ მუშაობა დაიწყო, ისევ უცნობია რა გეგმა აქვს ოპოზიციას და როგორ ესახებათ ქუჩის პროტესტის გაგრძელება. ნაწილი ვერ შემდგარ აქციებში მხარდამჭერებს ადანაშაულებს, ნაწილი კი თვლის, რომ საზოგადობასთან არასაკმარისი კომუნიკაცია ჰქონდათ. ჯამში ოპოზიციამ მიზანს ვერ მიაღწია, რაც 25 ნოემბერს პარლამენტის პირველი სხდომის ჩაშლას გულისხმობდა. დასცეს კარვები და გამოიყვანეს ორი ათეული მხარდამჭერი, რომელიც მალევე დაიშალა.

უგეგმოდ დარჩენილ ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე მოვლენებს მმართველ გუნდში აფასებენ. ,,ქართულ ოცნებაში” დარწმუნებულები არიან, რომ ადრე თუ გვიან ოპოზიცია პარლამენტში შევა, მეტიც ამის თქმის საფუძველს სახელისუფლებო გუნდს 2020 წლის მოვლენები აძლევს, როცა რადიკალები პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობდნენ, მოგვიანებით კი გადაწყვეტილებები გააუქმეს და საკანონდებლო ორგანოში შევიდნენ.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

1 COMMENT

  • Udin Suherman
    November 27, 2024, 5:39 pm REPLY

    ეს სტატია განიხილავს საქართველოს ეკონომიკურ სექტორში განვითარებული მოვლენების პოზიტიურ გავლენას, ფოკუსირებულია ადამიანების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად გაწეულ ძალისხმევაზე. ეს იძლევა ნათელ სურათს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულების შესახებ. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ წაიკითხოთ ეს https://jakarta.telkomuniversity.ac.id/en/development-of-network-technology

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor