• November

    28

    2024
  • 48
  • 0
პროკურატურამ შვიდი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ შვიდი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი შვიდი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ნოემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ბრალდებულებმა შვიდ დაზარალებულს ჯგუფურად, დანით ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 25 ნოემბერს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტით, ხოლო მეორეს 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,მ” და ,,ლ” ქვეპუნქტებით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor