• November

    29

    2024
  • 87
  • 0
,,GEO NEWS”-ის სოლიდარობა კოლეგებს

,,GEO NEWS”-ის სოლიდარობა კოლეგებს

გვსურს ჩვენი რედაქციის სახელით სოლიდარობა გამოვუცხადოთ იმ მედია საშუალებების ჟურნალისტებს, რომლებიც უკვე რამდენიმე საათია რუსთაველის გამზირზე მუშაობენ და ოპოზიციის მიმდინარე პროტესტს აშუქებენ, სადაც აგრესიასა და უსაფუძვლო ბრალდებებს აწყდებიან მტრულად განწყობილი მომიტინგეების მხრიდან.

სამწუხაროა, რომ ჩვეულ პრაქტიკად იქცა განსხვავებული აზრის მქონე ჟურნალისტის მიმართ თავდასხმები და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა.

მხარდაჭერას ვუცხადებთ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის”, ,,იმედის” და ,,პოს ტვ”-ის ჟურნალისტებს, რომლებიც ბოლო საათებია, თავდასხმებისა და აგრესიის მიუხედავად, მაინც  აგრძელებენ მოვლენების ეპიცენტრში მუშაობას.

აგრეთვე, მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ, სხვა მედია საშუალებების ჟურნალისტებს, რომლებიც მიმდინარე აქციის გაშუქებისას დაშავდნენ.

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor