• December

    1

    2024
  • 107
  • 0
რამდენად რეალურია ხელისუფლების დამხობის საფრთხე ?

რამდენად რეალურია ხელისუფლების დამხობის საფრთხე ?

,,პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დესტრუქციული ქმედებები განხილული იქნება ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის ფარგლებში.

ზემოთ აღნიშნულის ფონზე, საოცარი მოვლენების შემსწრენი ვხდებით. აღმოჩნდა, რომ ჩვენი დიპლომატების დიდი რაოდენობა ,,ნაციონალია” და ისინი ერთად ცდილობენ საქართველო “ამოაყირავონ” და ქვეყანა ქაოსში ჩაძირონ.

ვრცელდება ინფრომაცია, რომ თავდაცვის სამინისტროში მოღალატეობრივი პროცესები მიმდინარეობს, რაც მიზნად ქვეყნის სუვერენიტეტის რყევას ისახავს.

იმასაც ამბობენ, რომ რადიკალებს უნდათ, რომ დიდ ქალაქებში ყველაფერი ერთდროულად არიონ. კერძოდ, რაიონებიდან ყველა დიდ ქალაქში ხალხი ჩაიყვანონ და ხელისუფლებას ერთდროულად შეუტიონ, რათა პოლიცია ვეღარ გაუმკლავდეს გამოწვევას.

როგორც ჩანს, სახელმწიფომ რადიკალებს კონკრეტული პასუხი უნდა გასცეს, იმ ადამიანების არჩევანის დასაცავად, ვინც 26 ოქტომბერს არჩევანი მშვიდობის სასარგებლოდ გააკეთა.

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor