• December

    1

    2024
  • 126
  • 0
,,GEO NEWS” წყარო ბრიუსელიდან ექსკლუზიურად ატყობინებს, რომ ამაღამ ოპოზიცია ტემპერატურას მაქსიმალურად აწევს და უკიდურეს ქმედებებს მიმართავს

,,GEO NEWS” წყარო ბრიუსელიდან ექსკლუზიურად ატყობინებს, რომ ამაღამ ოპოზიცია ტემპერატურას მაქსიმალურად აწევს და უკიდურეს ქმედებებს მიმართავს

მეოთხე დღეა რადიკალური ოპოზიცია თავისი მხარდამჭერებით პროტესტს განაგრძობს. რევოლუციის სურვილს რადიკალები არ მალავენ, ამას ადასტურებს მედია საშუალებებით გავრცელებული კადრები.

რადიკალურად განწყობილი მომიტინგეების სამიზნე ბოლო დღეებში არა ერთხელ გახდნენ სამართალდამცავები. ისინი ქართულ პოლიციას თავს ესხმიან, ესვრიან პიროტექნიკას და სხვადასხვა ნივთებს. მომიტინგეების აგრესიული ქმედებების შედეგად, ბოლო დღეებში სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება 20-მდე სამართალდამცავმა მიიღო.

რადიკალიზმის გამოვლინებაა მომიტინგეების მხრიდან, მოლოტოვის კოქტეილების გამოყენება, ცეცხლის გაჩენა და საკანონმდებლო ორგანოს დაზიანების მცდელობაც. პროტესტანტებმა მიმდინარე აქციებზე დააზიანეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი რევოლუციისა და ვანდალიზმისათვის ოპოზიცია შეცდომაში შეყვანილ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს იყენებს.

ამ მდგომარეობით კმაყოფილია ,,ვივამედის” კლინიკაში მყოფი პატიმარი სააკაშვილი, რომლის ბოლო დროინდელ განცადებებში მსგავსი რევოლუციური სცენარისკენ მოწოდება არა ერთხელ გაჟღერდა.

ვიმეორებთ. რადიკალური პროტესტი, რევოლუცია და პოლარიზაცია აგენტურული ოპოზიციის დღის წესრიგია.

ოპოზიციური ლიდერების მხრიდან, აქციის მონაწილეების მისამართით საზოგადოების სიმშვიდისკენ მოწოდება ამ დრომდე არ გაჟღერებულა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დესტრუქციული ოპოზიცია ქვეყნის ,,მაიდანიზაციას” ცდილობს. ამასთანავე, ოპოზიცია რადიკალურ გეგმებს იწონებს და ამ პროცეს ამართლებს.

რადიკალების გვერდზე დგას კონსტიტუციის დარღვევაში მხილებული სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ქართულ პოლიციას შეურაცხყოფას აყენებს, რუსს და გაყიდულს უწოდებს.

ხელისუფლება კი, რადიკალებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ რადიკალური პროტესტის მიუხედავად, არ დაუშვებს ქვეყანაში უკრაინული მაიდანის განმეორებას.

ძალოვან უწყებები მაქსიმალურად მუშაობენ საზოგადოებრივი წესრიგისა და სიმშვიდის შესანარჩუნებლად.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოში შემოსულები არიან უკრაინაში მებრძოლი ქართველები. ისინი მძიმე სცენარისთვის ემზადებიან, რაც არსებული პრობლემის პოლიტიკური-სამართლებრივი გადაწყვეტის დროულ საკითხს დღის წესრიგში აყენებს.

მსგავსი მასშტაბური არეულობები დაფინანსებულია დასავლეთიდან, რაც საგანგაშოა და აქტიურ კონტრზომების მიღებას მოითხოვს.

ჩვენი მიზანი არ არის ქართული საზოგადოების დაძაბვა ან შეშინება, თუმცა, როდესაც არსებობს მნიშვნელოვანი და საგანგაშო ინფორმაცია ვალდებული ვართ ის მკითხველს გავაცნოთ, რაზე რეაგირებაც საყურადღებოდ მიჩნევის შემთხვევაში ძალოვანი უწყებების კომპეტენციას განეკუთვნება.

,,GEO NEWS” რამდენიმე საათის წინ დაუკავშირდა წყარო ბრიუსელიდან : 

,,სამშაბათს ევროპარლამენტში მექნება შეხვედრები საქართველოში მიმდინარე მოვლენების თაობაზე, იმისათვის რომ, ზუსტად მივიტანოთ სიმართლე ევროპარლამენტამდე. მოლაპარაკებების საბოლოო შედეგზე საჯარო განცხადებასაც გავაკეთებ. ასევე, მოგაწოდებთ მტკიცებულებებს ოპოზიციის მიერ რეგიონებში და თბილისში დაგეგმილი არეულობების თაობაზე. 

მომხდარი მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენი ინფორმაციით, დღეს უმძიმესი ღამე იქნება, კერძოდ, ოპოზიცია მაქსიმალურად აწევს ამაღამ ტემპერატურას, რის მოსათოკადაც ქართულ სპეცსამსახურებს სრული მზადყოფნა აქვთ, თუმცა ე.წ. საბოტაჟნიკების ფაქტორიც გასათვალისწინებელია”,-აცხადებს წყარო. 

ირაკლი გუნია, ქეთი ხომერიკი

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor