• December

    1

    2024
  • 77
  • 0
საქართველოს პირველ არხთან აქციის მონაწილეები ტელეკომპანია „იმედის“ ჯგუფს დაუპირისპირდნენ

საქართველოს პირველ არხთან აქციის მონაწილეები ტელეკომპანია „იმედის“ ჯგუფს დაუპირისპირდნენ

საქართველოს პირველ არხთან აქციის მონაწილეები ტელეკომპანია „იმედის“ ჯგუფს დაუპირისპირდნენ.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილები ვარლამ წიკლაურს მოუწოდებდნენ, დაეტოვებინა ტერიტორია.

როგორც „იმედის“ ჟურნალისტმა განაცხადა, მას პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა არ მისცეს.

„მითხრეს, როგორ გავბედე აქ მოსვლა. ყუბანეიშვილის ცოლი, როგორც მან თქვა, ხელითაც შემეხო, რამდენჯერმე მკრა ხელი. ვუხსნიდი, რომ ვასრულებდი პროფესიულ მოვალეობას, რისი უფლებაც მაქვს. როგორც დაინახეთ, არ მომცეს ამის შესაძლებლობა. ხელის კვრით ცდილობდნენ, ტერიტორიას გავრიდებოდი.

ჟურნალისტებმა დაიწყეს ეს პროვოკაცია. „მთის ამბების“ჟურნალისტმა დაიწყო ჩემთან კითხვების დასმა, შემდეგ მოვიდა „მთის ამბების“ მთავარი რედაქტორი, გელა მთივლიშვილი. მან და მისმა თანამშრომელმა მოაწყვეს ეს პროვოკაცია. ეს არის მათი ორმაგი სტანდარტი, რაც ჩემზე განხორციელდა“,- განაცხადა ვარლამ წიკლაურმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor