• December

    2

    2024
  • 107
  • 0
,,GEO NEWS” მხარდაჭერას უცხადებს საზოგადოებრივ მაუწყებელს და მის ჟურნალისტებს

,,GEO NEWS” მხარდაჭერას უცხადებს საზოგადოებრივ მაუწყებელს და მის ჟურნალისტებს

გვსურს კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ ბოლო საათებში საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მიმართ შეურაცხყოფისა და ბულინგის ფაქტებს.

სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ,,პირველი არხის” ჟურნალისტების მობილურის პირადი ნომრები, რაც, ბუნებრივია, არის პერსონალური ინფორმაციის გავრცელება. მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს და უფლებადამცველ ორგანიზაციებს, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ბულინგის ფაქტებზე, რადგან ასეთ ვითარებაში, როცა ჟურნალისტებზე ხდება პერსონალური ინფორმაციების გასაჯაროება , რომლის მსგავსი ბულინგის მსხვერპლი რამდენიმე კვირის წინ ,,GEO NEWS,-ის ჟურნალისტებიც  იყვნენ და ეს პროცესი დღემდე გრძელდება, შეუძლებელია ამგვარ პირობებში ჟურნალისტებმა სრულყოფილად განახორციელონ მათი პროფესიული მოვალეობა.

საგულისხმოა, რომ ზემოთ ხსენებულ ქმედებებს ბიძგს აძლევენ რადიკალური ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მათ მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებები.

ჩვენი რედაქციის სახელით გვსურს კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა საზოგადოებრივ მაუწყებელში მომუშავე ჟურნალისტებს მიმართ.

გამოვთქვამთ შეშფოთებას ქვეყანაში ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებზე. საზოგდოებას სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ და ვიმედოვნებთ, რომ პროცესები გადატანილი იქნება ცივილიზებულ ჩარჩოებში, რადგან მსგავსი ქმედებები, რასაც თვალს ვადევნებთ ბოლო საათებია, მიმართულია მხოლოდ საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივების პროვოცირებისკენ, რაც ბუნებრივია, ერთის მხრივ, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, ხოლო მეორეს მხრივ, აჩენს საფრთხეებს, რომ პროცესების უფრო რადიკალური განვითარებით ზიანი მიადგება ჩვენს ქვეყანას, შესაბამისად ქართულ საზოგადოებასაც.

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor