• December

    2

    2024
  • 104
  • 0
რატი იონათამიშვილი :,, ჩვენ ვნახეთ სცენა, როგორ აქეზებდა ზრდასრული მამაკაცი არასრულწლოვან ბავშვს, ესროლა ქვები სამართალდამცველების მისამართით”

რატი იონათამიშვილი :,, ჩვენ ვნახეთ სცენა, როგორ აქეზებდა ზრდასრული მამაკაცი არასრულწლოვან ბავშვს, ესროლა ქვები სამართალდამცველების მისამართით”

,,პარლამენტის შენობის მიმდებარედ, ჩვენ ვნახეთ სცენა, როგორ აქეზებდა ზრდასრული მამაკაცი არასრულწლოვან ბავშვს, ესროლა ქვები სამართალდამცველების მისამართით. უმძიმესი სანახავია, როგორ შეიძლება ბავშვი მიზანმიმართულად იქნეს გამოყენებული ვანდალური აქტის ჩასადენად და ამგვარად, მისი იარაღად გამომყენებელი სრულწლოვანი პირი ცდილობდეს პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. ასეთ შემთხვევებს საზოგადოების მხრიდან აუცილებლად უნდა მიეცეს შეფასება და კვალიფიკაცია.

სახეზეა ბავშვის ექსპლუატაციის შემთხვევა. მისი ეკიპირება და “აღჭურვა“ გვაფიქრებინებს, რომ წინასწარ მომზადებულ, ორგანიზებულ ქმედებასთან გვაქვს საქმე. არამცთუ უგულვებელყოფილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი, არამედ ძალადობის ჩასადენად მის გამოყენებას შეიძლება ბავშვის განვითარებაზე უმძიმესი შედეგები მოჰყვეს.

აქციის მონაწილეებს მოვუწოდებ, დარჩნენ კანონმდებლობით გათვალიწინებულ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, მეტად გაიაზრონ თავიანთი პასუხისმგებლობები და ის შედეგები, რაც შესაძლებელია მათ მიერ ბავშვების ინსტრუმენტალიზებას მოჰყვეს”,-ამის შესახებ სოციალურ ქსელში ,,ქართული ოცნების” დეპუტატი რატი იონათამიშვილი წერს.

,,GEO NEWS” 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor