• December

    2

    2024
  • 71
  • 0
შსს – აქციის აგრესიული ჯგუფების მხრიდან პოლიციელებზე თავდასხმა ხორციელდება, მათი მისამართით ისვრიან ქვებს, პიროტექნიკას, ცეცხლმოკიდებულ ნივთებს, შუშის ბოთლებსა და რკინის საგნებს

შსს – აქციის აგრესიული ჯგუფების მხრიდან პოლიციელებზე თავდასხმა ხორციელდება, მათი მისამართით ისვრიან ქვებს, პიროტექნიკას, ცეცხლმოკიდებულ ნივთებს, შუშის ბოთლებსა და რკინის საგნებს

აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად, 1-2 დეკემბერს დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 21 თანამშრომელი, სამართალდამცველებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ, – ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები, როგორც წინა დღეებში კვლავ განაგრძობენ ძალადობრივ ქმედებებს.

რამდენიმე საათია, აქციის აგრესიული ჯგუფების მხრიდან პოლიციელებზე თავდასხმა ხორციელდება. ისინი სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან. პოლიციელების მისამართით ისვრიან ქვებს, პიროტექნიკას, ცეცხლმოკიდებულ ნივთებს, შუშის ბოთლებსა და რკინის საგნებს.

აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად, 1-2 დეკემბერს დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 21 თანამშრომელი. სამართალდამცველებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

ბოლო დღეებში მიმდინარე აქციების განმავლობაში სულ შინაგან საქმეთა სამინისტროს 113 თანამშრომელი დაშავდა, საიდანაც ოთხი ამ დრომდე რჩება კლინიკაში.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის აგრესიულ წევრებს, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში, არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი პოლიციელების მითითებებს. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor