• December

    3

    2024
  • 180
  • 0
მეუფე მელქისედეკი : ,,დასავლეთის მზაკვრული გეგმა საქართველოში არეულობის მოსაწყობად ჩავარდება – ქართველებო, გთხოვთ, დავდგეთ ერთად”

მეუფე მელქისედეკი : ,,დასავლეთის მზაკვრული გეგმა საქართველოში არეულობის მოსაწყობად ჩავარდება – ქართველებო, გთხოვთ, დავდგეთ ერთად”

გამორჩეული სულიერებისა და ერუდიციის მფლობელი მეუფე მელქისედეკი ( დიაკონიძე ) , მისთვის დამახასიათებელი კეთილგანწყობითა და იუმორით, ,,GEO NEWS”-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, საქართველოში მიმდინარე დაძაბულ პროცესებზე  გულწრფელად საუბრობს და კოლექტიური დასავლეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე, რუსეთთან საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესსა და იმ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმაზე გვესაუბრება, რაც არსებული გამოწვევების დასაძლევ გზაზე უნდა გადაიდგას.

მეუფეო, როგორ მიგაჩნიათ ის რეალობა, რაც ვითარდება დღეს საქართველოში, რა მომავალს გვიქადის და ხომ არ გვაქვს საქმე მართულ პროცესთან ?

საქართველოში პროცესებს ამერიკა მართავს, ასევე ევროკავშირი – მართავს მოვლენებს. ხუმრობით, რომ გითხრათ, ქუთაისში ორი გეი ერთად თუ გაივლის, ასე ამბობენ – მათ ევროკავშირი აქვთ ერთმანეთთანო. აი, ასეთია ჯანსაღი ქართველების იუმორი და ზოგადად მათი აზრიც. ის, რასაც ოპოზიცია ახლა აკეთებს არის ქვეყნის ღალატი, რადგანაც როგორ არ უნდა გიყვარდეს საკუთარი სამშობლო, რომ მას სამოქალაქო დაპირისპირებისათვის სისხლის ღვრისა და უბედურებისათვის სწირავდე. მით უფრო, მაშინ, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე ჩვენ ერთხელ უკვე გამოვიარეთ სისხლისმღვრელი ომი ძმებს შორის და დღესაც ბოლომდე არ განკურნებულა საქართველო იმ ტრამვებისაგან, რაც მაშინ ქართველებს დაგვემართა. რა თქმა უნდა, ახლანდელი მდგომარეობა ისეთი მძიმე არაა, მაგრამ ყველას გვმართებს ყოველთვის გვახსოვდეს არსებული საფრთხეების შესახებ და სათანადო სიბრძნეც გამოვავლინოთ.

რა მიზანი აქვს დასავლეთსა და ევროპას კონკრეტულად ჩვენს მიმართ ასეთი მოპყრობისათვის ?

-მომქმედ ხელისუფლებას გადატრიალებას იმიტომ უპირებენ, რომ ,,ნაციონალები”, ანუ წინა ხელისუფლება ადვილი დასაყოლიებელი აღმოჩნდა საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ ქმედებებისათვის, რაც რთულია მომქმედი ხელისუფლების მიმართ, რადგან ,,ქართული ოცნება” ნამდვილად  ქართულ პოლიტიკას ატარებს.

საქართველო უნდათ მხოლოდ და მხოლოდ პლაცდარმად, ტერიტორიად, რომ აქედან შეუქმნან პრობლემა რუსეთს, არადა, იმაზე არავინ ფიქრობს, რომ რუსეთი იცავს თავის ტერიტორიას და საქართველოშიც შემოვა, თუ აქ უკონტროლო გახდა სიტუაცია. როდესაც სანდო მეზობელი არ ხარ, არც ის უნდა გაგიკვირდეს, რომ აგრესიის მსხვერპლი გახდები. ჩვენ უნდა გადავდგათ ძალიან კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება მოხდეს.

კონკრეტულად რა ნაბიჯები და საქართველოს პრეზიდენტის ქმედებებსა და რიტორიკას როგორ შეაფასებდით, მეუფეო ?

ეს არის ბიბლიური სალომეა, რომელმაც ჰეროდეს იოანე ნათლისმცემელის თავი სთხოვა. მას ნათლისმცემლის თავი უკვე წაღებული აქვს და ახლა საქართველოს წაღებას ცდილობს, მაგრამ მე, მაწუხებს უფრო ხელისუფლების უსუსურობა, რადგან გაუგებარია, რას ელიან. ხალხმა ისინი აირჩია და მიანიჭა უფლებები. ასე რომ, ხელისუფალი უფრო გაბედული უნდა იყოს და დაიცვას ის მშვიდობა, რომლის დასაცავადაც ავირჩიეთ.

ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება უფრო ძლიერად უნდა მოქმედებდეს ვიდრე ამ მომენტამდე ?

უფრო მეტად მკაცრად, რადგან სხვა გზა არ დატოვეს. რუსთაველი თითქმის გადაბუგეს, რაც წარმოუდგენელია. მათ მაიდანი უნდათ და გაჩერებას არ აპირებენ.

ხალხი უნდა გამოვიდეს ქუჩაში, მივიდეს ბატონ ბიძინას სახლთან და მოსთხოვოს საქართველოს გადასარჩენად გაბედული ნაბიჯების გადადგმა.

ის ხალხი, ვინც ახლა ქვეყნის საფუძვლებს არყევს ,,დათა თუთაშხიას” ანალოგიით, თუ ვიტყვით – ისინი არ არიან, ვინც თუთაშხიას ესვრის, ისინი ძიგუას, რომ ესვრიან ის ხალხია.

დღევანდელი მდგომარეობიდან გამოსავალია, რომ ხალხი გამოვიდეს და მოსთხოვოს ხელისუფლებას პრობლემის გადაწყვეტა.

თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ წინა საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, თბილიში მარგარეტ ტეტჩერი ჩამოვიდა, რომელმაც ვიზიტის შემდეგ, ინტერვიუში აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი იყო ისეთი, რომელსაც საუკუნეების დროს არ ჰქონია არავის სიძულვილი. აბა, ახლა, მიხვდით რის მერე ხდება ქართველ ერში ურთიერთსიძულვილის დათესვა…

იქნებ უფრო ზუსტად განმარტოთ ? 

საქართველოში სიძულვილია დათესილი. აქ არ მიმდინარეობს ბრძოლა რუსეთთან, როგორც დამპყრობელთან, არა. აქ მიმდინარეობს ბრძოლა მართმადიდებლობასთან. გულში უნდათ გაუყარონ ისარი საქართველოს, როგორც მართმადიდებლობის ცენტრს, რომ მთლიანად მოკლან მართმადიდებლური გავლენები მსოფლიოში.

მუხლმოდრეკით ვთხოვ ყველა ქართველს, რომ გავერთიანდეთ ქრისტეს პერანგის ქვეშ სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში. იქიდან დავიძრათ და ვთხოვოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ შემოგვიერთდნენ და ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვიტოთ, რომ არ შეიძლება მარგალიტები დავუყაროთ ღორებს, ვერ გაგვიგებენ.

გიორგი კორძაძე, ქეთი ხომერიკი

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor