• December

    3

    2024
  • 68
  • 0
მიხეილ სარჯველაძე – ერთ შემთხვევაზე ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, პაციენტს გაეწია სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება, მისი ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ნორმაშია, პოზიტიური დინამიკაა

მიხეილ სარჯველაძე – ერთ შემთხვევაზე ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, პაციენტს გაეწია სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება, მისი ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ნორმაშია, პოზიტიური დინამიკაა

ერთ შემთხვევაზე ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში პაციენტს გაეწია სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება, მისი ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ნორმაშია, პოზიტიური დინამიკაა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ერთი შემთხვევა იყო, რომლის გარემოებებთან დაკავშირებითაც აქტიურად ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია. თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში პაციენტს სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება გაეწია, მისი უკლებლივ ყველა სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია. პოზიტიური დინამიკა შეინიშნება და ვფიქრობთ, ახლო მომავალში გვექნება სრულფასოვანი სურათი, რომლის შედეგადაც შეგვეძლება ვთქვათ, რომ მის ჯანმრთელობას პრობლემა არ გააჩნია“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

რაც შეეხება ამ პაციენტთან დაკავშირებულ კონკრეტულ შემთხვევას, როგორც მინისტრმა აღნიშნა, გაკეთდა არაერთი განცხადება და შეფასება.

„მნიშვნელოვანია, ეს გარემოებაც თავიდან ბოლომდე იყოს შესწავლილი, გამოკვლეული სათანადო დონეზე, რომ არავითარი კითხვის ნიშანი არ დარჩეს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, როდესაც კონკრეტულმა პირებმა უშუალოდ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში მიიყვანეს, ამ პაციენტმა თქვა, რომ დაზიანება შუშხუნა ფოიერვერკის აფეთქების შედეგად მიიღო, მთლიანად თუ მხოლოდ მისი ნაწილი მომხვდაო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასეთი იყო მისი განცხადება. რა როგორ არის და რეალურად რა დაზიანებებზე გვექნება საუბარი, ბუნებრივია, გაირკვევა, პასუხგაუცემელი არაფერი არ დარჩება. მთავარია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად არის ისეთი, რომ ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ნორმაშია და უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor