• October

    3

    2023
  • 92
  • 0
მიხელ სარჯველაძე : სპეკულაციაა, თითქოს კარვების გაშლა იკრძალება, ეს კანონპროექტი არის არამართლზომიერი უფლებამოსილების განხორციელებისგან დამცავი საშუალება

მიხელ სარჯველაძე : სპეკულაციაა, თითქოს კარვების გაშლა იკრძალება, ეს კანონპროექტი არის არამართლზომიერი უფლებამოსილების განხორციელებისგან დამცავი საშუალება

სპეკულაციაა, თითქოს კარვების გაშლა იკრძალება, ეს კანონპროექტი არის არამართლზომიერი უფლებამოსილების განხორციელებისგან დამცავი საშუალება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ნათქვამი იყო, კარვების გაშლა იკრძალებაო, რაც სპეკულაციაა და ამას არავინ ეხება. ცვლილება ეხება იმას, როცა კარვის დადგმა არაგონივრული და არალეგიტიმურია. თუ ბარიკადები სხვის უფლებას არღვევს ან სამართალდამცველებს უზღუდავს შესაძლებლობას, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დაიცვას, ასეთ დროს სწორია, ამაზე რეაგირება შეეძლოთ. ეს არის კანონპროექტი, რომელიც ებრძვის არა კარვებსა და გამოხატვის ლეგიტიმურ უფლებას, არამედ არის არამართლზომიერი უფლებამოსილების განხორციელებისგან დამცავი საშუალება. ის ებრძვის არალეგიტიმურად გარკვეული აქტივობების რისკებს და არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შეიძლება, ეს ცვლილებები დაიწუნო“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

კანონპროექტით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს, ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. როგორც აღინიშნა, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით, სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს. კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ ამ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor