• December

    4

    2024
  • 121
  • 0
რადიკალური ჯგუფების საპროტესტო აქცია ამ დროისთვის დასრულებულია

რადიკალური ჯგუფების საპროტესტო აქცია ამ დროისთვის დასრულებულია

ამ დროისათვის საპროტესტო აქცია დასრულებულია. რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის შემდეგ, მომიტინგეებმა ქუჩებში ფეხით მსვლელობა მოაწყვეს. ისინი კოსტავას ქუჩაზე, გმირთა მოედანზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე და მელიქიშვილის გამზირზე იმყოფებოდნენ, თუმცა მანამდე მოვლენების მთავარი ეპიცენტრი რუსთაველის გამზირი იყო, სადაც მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის არაერთი დაპირისპირება მოხდა.

დემონსტრანტები სპეცრაზმის მიმართულებით კვლავ აქტიურად იყენებდნენ პიროტექნიკასა და სხვადასხვა ნივთებს. თავის მხრივ, სპეცრაზმმა არა ერთხელ გამოიყენა წყლის ჭავლი და მხუთავი აირი.

დაკავებულია რამდენიმე მომიტინგე, თუმცა დაკავებულთა რაოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

აქციას არც დაშავებულების გარეშე ჩაუვლია. მათ შორის არიან ,,ფორმულას” და ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” ოპერატორები, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. ,,ფორმულას” ოპერატორი მხუთავი აირის გაშვების, ხოლო ,,პირველი არხის” ოპერატორი მომიტინგის მხრიდან დამიზნებით ნასროლი პიროტექნიკის შედეგად დაშავდა.

რაც შეეხება რუსთაველის გამზირს, ამ დროისთვის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა გაწმენდითი სამუშაოები დაასრულეს. შესაბამისად საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor