• December

    4

    2024
  • 72
  • 0
ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის კლინიკაში აქციაზე დაშავებული 15 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, რომელთაგან რვა დღეს გაეწერება

ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის კლინიკაში აქციაზე დაშავებული 15 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, რომელთაგან რვა დღეს გაეწერება

ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის კლინიკაში აქციაზე დაშავებული 15 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. როგორც ინგოროყვას კლინიკის ნევროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა, ნინო ხარაიშვილმა აღნიშნა, მათგან რვა პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს.

„15 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. რვა პაციენტი დღეს დატოვებს კლინიკას. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია, ხოლო ხუთ პაციენტს გაუგრძელდება სტაციონარული მკურნალობა ჩვენს კლინიკაში“, – განაცხადა ნინო ხარაიშვილმა.

ექიმის ინფორმაციით, ასევე დამაკმაყოფილებელია ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„ორი პაციენტი მივიღეთ გუშინ, ღამის განმავლობაში. ორივე მათგანის მდგომარეობა არის სტაბილური. აღენიშნებათ რბილი ქსოვილების ტრავმული დაზიანება და თავის ტვინის შერყევა. „ფორმულას“ ოპერატორის მდგომარეობას რაც შეეხება, არის დამაკმაყოფილებელი. ამ მომენტისთვის ჩივილებს არ წარმოადგენს. აქვს თავის ტვინის შერყევა და რბილი ქსოვილების მხოლოდ და მხოლოდ ექსკორიაციები, ზედაპირული დაზიანება. პაციენტებს სხვადასხვა ხარისხის ტრავმული დაზიანებები აქვთ, როგორც რბილი ქსოვილების, ასევე ძვლოვანი სტრუქტურების, სახის ძვლების მოტეხილობისა და კანქვეშა ჰემატომების სახით“, – განაცხადა ნინო ხარაიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor