
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
სანდრო ბრეგაძე : სპექტაკლი სახელად ,,იმპიჩმენტი” – ვერ ხვდებით, რომ დაგვიცნიან ?
სპექტაკლი სახელად ,, იმპიჩმენტი “!
ნუ დავა…ნებთ და დავაშტერებინებთ თავს მმართველ ელიტას – ნუთუ ვერ ხვდებით, რომ დაგვცინიან”, – ამის შესახებ ,, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის” ყოფილი მოადგილე, ,, ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
-საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას!
-შემდეგ პარლამენტი არ მიიღებს იმპიჩმენტს, რადგან ხმები არ ეყოფა!
-ეს სცენარი დღესვე არის ცნობილი სპექტაკლის მსახიობებისთვის – ოცნებისთვისაც და მადამ პრეზიდენტისთვისაც!
– ამ პროცედურაში გავა 1-2 თვე- ( სანახაობა არ მოგვაკლდება ), ხელისუფლება აისრულებს საწადელს, რეალური პრობლემებიდან ,, ყალბ მოვნელებზე ” გადაიტანს ყურადღბას – გადააგორებს ახალ წელს !
-,,იმპიჩმენტის” სპექტაკლი იქნება დრამატული და სპეც-ეფექტებით ( ჩხუბები პარლამენტში და ა.შ )
– ამ ვნებათაღელვის დროს 2 საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა და სალომე მეგობრულად – სიყვარულით ისხდებიან ვერანდაზე, დალევენ კაკაოს ან ყავას, მიაყოლებენ კრუასანს, გაერთობიან ამ ისედაც დაბეჩავებული ხალხით, იამაყებენ დადგმული სპექტაკლის დრამატიზმით !
-შემდეგი – მდიდრები ხელისუფლებიდან კიდევ უფრო გამდიდრდებიან, ხოლო ღარიბები კიდევ უფრო გაღარიბდებიან – სალომე პრეზიდენტად დარჩება – ოცნება მმართველ პარტიად !
-ეს პოსტი დაიმახსოვრეთ და 1-2 თვეში თავად ნახავთ, რომ რაც დავწერე 100 % ახდება”,- წერს სანდრო ბრეგაძე.
,, Geo News “




