• December

    4

    2024
  • 81
  • 0
მარია ზახაროვა სალომე ზურაბიშვილზე – როგორ შეუძლია თანამდებობის პირს, მოუწოდოს ბავშვებს ქუჩებში გამოვიდნენ – ეს უნდა იყოს ადამიანი გონებისა და გულის გარეშე, ალბათ, უიშვიათესი კომბინაციაა, უგონო და უგულო

მარია ზახაროვა სალომე ზურაბიშვილზე – როგორ შეუძლია თანამდებობის პირს, მოუწოდოს ბავშვებს ქუჩებში გამოვიდნენ – ეს უნდა იყოს ადამიანი გონებისა და გულის გარეშე, ალბათ, უიშვიათესი კომბინაციაა, უგონო და უგულო

ეს უნდა იყოს ადამიანი გონებისა და გულის გარეშე, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „სკოლების ჯერია, გამოუცხადონ სოლიდარობა საპროტესტო აქციებს“, კომენტარი გააკეთა.

„როგორ შეუძლია როგორც თანამდებობის პირს, კერძო მოქალაქეს, ზრდასრულ ადამიანს, რომელმაც განაცხადა, რომ მისი საქმე ადამიანებზე ზრუნვაა, მოუწოდოს ბავშვებს, რომ ქუჩებში გამოვიდნენ, რადგან ახლა მათი პროტესტის ჯერი დადგა. ეს უნდა იყოს ადამიანი გონებისა და გულის გარეშე. ალბათ, უიშვიათესი კომბინაციაა, უგონო და უგულო. ასეთი ხალხი ნამდვილად არ მინახავს“, – განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, წარმოუდგენელია ის, თუ „როგორ შეიძლება (სალომე ზურაბიშვილი) ვერ ხედავდეს, რომ ქუჩებში “პოგრომებია”, „მოლოტოვის კოქტეილებია“, ჩხუბია და სახლებში შეიძლება უფროსებიც არ დაბრუნდნენ“.

მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე ქართული საზოგადოების რეაქციით, კერძოდ, „პასუხისმგებლობითა და აზრის სიცხადით, რომელიც ყველა განცხადებაში ჟღერდა ზურაბიშვილის ასეთი დანაშაულებრივ-ავანტიურული ზრახვების უკიდურესი დაგმობისას“ გაოცებულია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor