
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
გია ვოლსკი – არცერთ თაობას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ღალატის ასეთი ხარისხი შეიძლება იყოს დაშვებული, სამწუხაროა, მაგრამ დე ფაქტო თუ დე იურე პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამ ნაბიჯზე წავიდა
პოლიტიკური დევნა არაფერ შუაშია, დაველოდოთ, რეალური ფაქტები გამოვლინდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, „ნებისმიერი ოფისი, ვისიც არ უნდა იყოს, „ქართული ოცნებისაც“ რომ იყოს, თუ იმაშია შემჩნეული, რომ სახელმწიფო გადატრიალების ქმედებას აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, ეს შესაბამის ზომებს მოითხოვს“.
„საზოგადოება დასაცავია და სამართალდამცველებს პროფესიული მოვალეობის შესრულება მოეთხოვებათ. დაველოდოთ, რეალური ფაქტები გამოვლინდება. თუ ასეთი არ იქნება, არც შესაბამისი რეაგირება არ იქნება“, – გია ვოლსკიმ.
გარდა ამისა, არცერთ თაობას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ღალატის ასეთი ხარისხი შეიძლება იყოს დაშვებული, სამწუხაროა, მაგრამ დე ფაქტო თუ დე იურე პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამ ნაბიჯზე წავიდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, არიან ადამიანები, რომელთაც საფრთხეების გამოყენებით საქართველოს დანგრევა უნდათ.
„არიან ადამიანები, რომელთაც საფრთხეების გამოყენებით უნდათ საქართველოს დაჩოქება, დაშინება, დანგრევა და ქვეყნის შეუქცევადი გზით წაყვანა, იქნება ეს ეკონომიკური თუ სამხედრო. სალომე ზურაბიშვილმა თავისი აქტივობით ყველას გადააჭარბა. რაც მოვისმინეთ, სკანდალია, რომელიც საქართველოს არასოდეს უნდა დაავიწყდეს. არცერთ თაობას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ღალატის ასეთი ხარისხი შეიძლება იყოს დაშვებული. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ დე ფაქტო თუ დე იურე პრეზიდენტი ამ ნაბიჯზე წავიდა.
ეს ერთადერთია, ვინც თქვა და ვინც არ თქვა? პრაქტიკულად, ევროკავშირის ყველა წევრისადმი არის მოწოდება, რომ არჩევნები არ აღიარონ. შესაბამისად, ეუთო/ოდირის დასკვნა ისე უგულებელყონ, რომ არც წაიკითხონ. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არ უნდა ცნონ. თავისი პოსტის გამოყენებით ქვეყნის მიმართ ასეთ მძიმე პოლიტიკურ და მორალურ დანაშაულს ჩადის“, – აცხადებს ვოლსკი.
ცნობისთვის, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბატელმა განაცხადა: „ გვთხოვეს, არ ვაღიაროთ არჩევნები, თხოვნა იყო პრეზიდენტისგანაც. ვისურვებდი ანგარიშის ნახვას, იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი, ეს თუ ქართველი ხალხის ნებაა, პატივი უნდა ვცეთ“.





