• October

    3

    2023
  • 135
  • 0
ვახტანგ ბაჩიაშვილი – პრეზიდენტის წერილობითი წინადადებები იწყება კონსტიტუციაზე მითითებით, რითიც დასტურდება, რომ მისი მხრიდანაც გაცნობიერებულია მთავრობის თანხმობის სავალდებულობა

ვახტანგ ბაჩიაშვილი – პრეზიდენტის წერილობითი წინადადებები იწყება კონსტიტუციაზე მითითებით, რითიც დასტურდება, რომ მისი მხრიდანაც გაცნობიერებულია მთავრობის თანხმობის სავალდებულობა

პრეზიდენტის ყველა წერილობითი წინადადება იწყება მითითებით და რეფერიებით კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რითიც დასტურდება, რომ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდანაც გაცნობიერებულია ამ ყველა ვიზიტთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც საქართველოს მთავრობისადმი მომართვა ხორციელდება, საქართველოს მთავრობის თანხმობის სავალდებულობა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას განიხილავენ.

როგორც ვახტანგ ბაჩიაშვილმა აღნიშნა, რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი წერილობითი წინადადებით მიმართავს საქართველოს მთავრობას და წერილობით მიმართვაში აღწერილია კონკრეტულ ქვეყანაში განსახორციელებელი ვიზიტი, ვიზიტის თარიღები, დღის წესრიგი, კონკრეტული ოფიციალური პირები, ვისთან შეხვედრაც უნდა განხორციელდეს და საქართველოს პრეზიდენტი მთავრობისგან ითხოვს თანხმობის გაცემას.

„2019 წლიდან მოყოლებული დღემდე საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობას მომართა 71-ჯერ და ყველა წერილობითი მიმართვა, რომელიც მთავრობის სახელზეა გამოგზავნილი, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, გარდა ნარატიული მასალისა და ინფორმაციისა, შეიცავს სამართლებრივ წინაპირობებსაც, რის საფუძველზე სთხოვს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობას, გაიცეს შესაბამისი თანხმობა. პრეზიდენტის ყველა წერილობითი წინადადება იწყება მითითებით და რეფერიებით კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რითიც დასტურდება, რომ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდანაც გაცნობიერებულია ამ ყველა ვიზიტთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც საქართველოს მთავრობისადმი მომართვა ხორციელდება, საქართველოს მთავრობის თანხმობის სავალდებულობა“, – განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor