• December

    5

    2024
  • 211
  • 0
ირაკლი თავდგირიძე ოპოზიციის დესტრუქციული მუხტის უშედეგობაზე და მოსალოდნელ უკან დახევაზე საუბრობს

ირაკლი თავდგირიძე ოპოზიციის დესტრუქციული მუხტის უშედეგობაზე და მოსალოდნელ უკან დახევაზე საუბრობს

ბათუმის საკრებულოს თავჯდომარე ბატონი ირაკლი თავდგირიძე ,,GEO NEWS”-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ოპოზიციის მოსალოდნელ ქცევაზე და ევროპარლამენტიდან გაკეთებული შეფასების მნიშვნელობაზე საუბრობს. 

-როგორ გესახებათ რადიკალური ოპოზიციის ფლანგზე ვერშემდგარი პროტესტის შემდეგ, პარლამეტში შესვლა არ შესვლის საკითხი ?

-მათ სიტყვასა და დაპირებას ჩალის ფასი აქვს, როგორც ადრე.

მუხტის აწევა სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ. პარლამენტში, რა თქმა უნდა, შევლენ, რადგან მათ სიტყვას ფასი არ აქვს.

როგორ შეაფასებთ, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ?

-გუშინ პარლამენტის პირველი სხდომა შედგა, რომელსაც ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა და კონსტიტუციამ მიანიჭა. ეს პარლამენტი გადამწყვეტი სიტყვის მთქმელი იქნება ქვეყნის მომავალი განვითარების საქმეში, ამიტომ ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ პარლამენტის  არჩეულ ყველა წევრს.

-ევროპარლამენტში მიიღეს რეზოლუციის პროექტი, სადაც მოუწოდებენ რადიკალებს პატივი სცენ 26 ოქტომბრის არჩევნებს და იმუშაონ პოლარიზაციის შესამცირებლად, როგორია თქვენი შეფასება ამ ნაწილში ?

-ევროპარლამენტი სწორ აქცენტებს აკეთებს და იმედია, რადიკალური ოპოზიცია გონს მოეგება.

არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს.

ოპოზიციის დესტრუქცია თვალნათელი და შესამჩნევია ყველა აქტორისათვის.

p.s. ზემო აღნიშნული ინტერვიუ ჩაწერილია რუსთაველის გამზირზე აქციების დაწყებამდე, შესაბამისად, ამ მოვლენების თაობაზე კითხვა დასმული ვერ იქნებოდა. 

ჩვენი რესპონდენტის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემის გამო ინტერვიუ ქვეყნდება. 

საგულისხმოა, რომ ინტერვიუს ჩაწერიდა მალევე იმდენად დინამიური და ცვალებადი გარემო შეიქმნა საქართველოში, რომ რედაქციამ აღნიშნული ინტერვიუ შექმნილ პოლიტიკურ კონტექსტში ვერ გამოაქვეყნა, რისთვისაც ვუბოდიშებთ ჩვენს გამორჩეულ რესპონდენტს. 

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor