
,,ქართული ოცნების” მხარდამჭერი შალვა წიკლაური მიხეილ ყაველაშვილის პატრიოტულ სულისკვეთებასა და საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვაზე საუბრობს
,,ქართული ოცნების” გულმხურვალე მხარდამჭერი შალვა წიკლაური ,,GEO NEWS”-თან ინტერვიუში პოზიტიურად აფასებს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ბატონი მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას და დესტრუქციულ ოპოზიციას პარლამენტში შესვლას უანონსებს.
–როგორ შეაფასებთ ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ?
-ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა წმინდად ფორმალურ ხასიათს ატარებდა. მშვიდ გარემოში ჩატარდა მხოლოდ იმის გამო, რომ ოპოზიცია არ ესწრებოდა. რა თქმა უნდა, მათი დასწრება შედეგის თვალსაზრისით არაფერს შეცვლიდა, უბრალოდ, იქნებოდა ხმაურიანი, შეურაცხყოფებით სავსე და ამაზრზენი საყურებელი.
–როგორ ფიქრობთ, ვერშემდგარი პროტესტის შემდგეგ, რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში შევა თუ არა ?
-ამ ეტაპზე თვითონაც არ იციან შევლენ თუ არა, რადიკალები უცხო ქვეყნიდან თავიანთი პატრონების მითითებას ელოდებიან. თავის მხრივ, მათ პატრონებსაც ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ რა დირექტივა უნდა მისცენ აგენტურას, ვინაიდან ისინიც ელოდებიან ამერიკაში რას გადაწყვეტენ. ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში, ოპოზიციის ნაწილი მაინც შევა პარლამენტში.
–თქვენი შეფასებით, ბატონი ყაველაშვილის საქართველოს მომავალი პრეზიდენტის კანდიდატად წარდგენა, რამდენად დაეხმარება პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი ნდობის დაბრუნებას ?
-პატრიოტიზმი და საკუთარი ქვეყნის სიყვარული, ამ ორი მთავარი კრიტერიუმით შეარჩია მმართველმა პარტიამ მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად. ყაველაშვილი საზოგადოებას ,,ქართული ოცნების” დამფუძნებელმა, საპატიო თავჯდომარემ და საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა. ყოფილი ფეხბურთელი და სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი პირობას დებს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს კონსტიტუციის ჩარჩოში დააბრუნებს, იხელმძღვანელებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესებით და არა გარე ძალების დირექტივებით, როგორც ამას სალომე ზურაბიშვილი აკეთებდა. სახელისუფლებო გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ მიხეილ ყაველაშვილს ყველა ის თვისება აქვს, რაც საქართველოს პრეზიდენტს უნდა გააჩნდეს. ურეიტინგო ოპოზიცია კი, პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ კრიტიკას არ იშურებს. საუბრობენ ყაველაშვილის დიპლომზე და სოციალურ ქსელში პრეზიდენტობის კანდიდატის ბულინგითა და შეურაცხყოფით გამოირჩევიან. მთავარ აქცენტს ყაველაშვილის ეროვნულ ინტერესებზე აკეთებენ, რომელიც რადიკალების მხრიდან რუსულ ნარატივად ცხადდება. ასე იყო ოთხი წლის წინ, როცა ,,ქართულმა ოცნებამ” სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. მაშინ რადიკალები ზურაბიშვილსაც რუსულ პროექტად მოიხსენიებდნენ, განსაკუთრებით აქტიური იყო ნიკა გვარამია, რომელიც ერთ დროს სალომე ზურაბიშვილს მოღალატეს უწოდებდა, დღეს კი ვერ განხორციელებული რადიკალური გეგმის შემდეგ, რადიკალიზმს კვლავ ვერ ივიწყებს და ინიციატივით გამოდის. გვარამია ადამიანებს მოუწოდებს დაიცვან სალომე ზურაბიშვილი და იზრუნონ იმისთვის, რომ მან პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ დატოვოს. პრეზიდენტის ინსტიტუტი რადიკალების ბოლო იმედი იყო ამ ქვეყანაში. აღარ დარჩა ხელისუფლების არც ერთი შტო, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია გააკონტროლებს და მათი და დასავლეთის გავლენების ქვეშ მოექცევა.
p.s. ზემოთ აღნიშნული ინტერვიუ ჩაწერილია რუსთაველის გამზირზე აქციების დაწყებამდე, შესაბამისად, ამ მოვლენების თაობაზე კითხვა დასმული ვერ იქნებოდა.
ირაკლი გუნია





