• December

    6

    2024
  • 73
  • 0
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა.

ჩხრეკა სოლოლაკში, ამაღლების ქუჩაზე დავით კეზერაშვილის კუთვნილ ბინაში 15 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საცხოვრებელ სახლში კეზერაშვილის ცოლის ძმა დიმიტრი ჩიქოვანი ცხოვრობს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანია.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მოპოვებული ნივთები ამოიღეს. ჯერჯერობით უცნობია, რა სახის მტკიცებულებებია მოპოვებული.

საგამოძიებო მოქმედებები, სავარაუდოდ, ჯგუფური ძალადობისა და ძალადობის ორგანიზებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor