• December

    6

    2024
  • 89
  • 0
სერგეი ლავროვი – დონალდ ტრამპი ძალიან მეგობრულია დისკუსიებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის პრორუსულია, როგორც ზოგიერთი ცდილობს, წარმოაჩინოს

სერგეი ლავროვი – დონალდ ტრამპი ძალიან მეგობრულია დისკუსიებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის პრორუსულია, როგორც ზოგიერთი ცდილობს, წარმოაჩინოს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინაში ჰიპერბგერითი რაკეტის გამოყენების მიზანი იყო დასავლეთისთვის იმის ჩვენება, რომ მოსკოვი მზადაა, ნებისმიერი საშუალება გამოიყენოს „სტრატეგიული მარცხის“ თავიდან ასაცილებლად.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა „ფოქს ნიუსის“ ყოფილი წამყვანთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა.

„შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა, რომლებიც კიევის რეჟიმს შორი მანძილის იარაღს აწვდიან, უნდა გაიგონ, რომ ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ ნებისმიერი საშუალება, რათა არ დავუშვათ იმის მიღწევა, რასაც ისინი „რუსეთის სტრატეგიულ მარცხს“ უწოდებენ“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

ლავროვის თქმით, „ძალიან სერიოზული შეცდომაა“ დასავლეთის მხრიდან იმის ვარაუდი, რომ რუსეთს არ აქვს წითელი ხაზები ან რომ ისინი „ისევ და ისევ გადაიწევა“.

დონალდ ტრამპთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვაზე ლავროვმა ტრამპს „ძალიან მეგობრული“ უწოდა, თუმცა უარყო მოსაზრება, რომ ტრამპი „პრორუსია“.

„ჩემი შთაბეჭდილებით, ის ძალიან მეგობრულია დისკუსიებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის პრორუსულია, როგორც ზოგიერთი ცდილობს, წარმოაჩინოს. სანქციების რაოდენობა, რომლებიც ჩვენ ტრამპის ადმინისტრაციის დროს მივიღეთ, ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი იყო“, – დასძინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor