• December

    7

    2024
  • 62
  • 0
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანზორ კვარაცხელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანზორ კვარაცხელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანზორ კვარაცხელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულს გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება, კერძოდ კი, პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას.

აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა მიიღო.

სახელმწიფო ბრალდება დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორ როინ ხინთიბიძის განმარტებით, ბრალდებულმა სამართალდამცავების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა.

პროკურორის განცხადებით, საქმეზე დართულია ვიდეოჩანაწერი, რითიც, მისი თქმით, დასტურდება ჩადენილი დანაშაული.

დაცვის მხარე ბრალდების შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატების განმარტებით, ანზორ კვარაცხელიას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და არც ამის შესაბამისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. ადვოკატებმა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახედ 10 000-ლარიანი გიროო შესთავაზეს.

ანზორ კვარაცხელია მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

დღესვე არის დანიშნული მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის სასამართლო პროცესი. მას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor