- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
მამუკა მდინარაძე : ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილია აქციები, ვალდებული ვართ, როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკულ დონეზე არეულობის პრევენცია მოვახდინოთ
ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილია აქციები. შესაბამისად, ვალდებული ვართ, როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკულ დონეზე არეულობის პრევენცია მოვახდინოთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
აღნიშნული განცხადებით მდინარაძე შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას გამოეხმაურა.
„ვინც ეწინააღმდეგება კანონპროექტს, ის მხარს უჭერს კარვებში ათობით ადამიანის სიკვდილს, აფეთქებას და იმ გეგმას, რაც სუს-მა გაახმოვანა და უკვე დიდწილად დადასტურდა. თუ იქნება კონკრეტული გარემოება, კარვის დადგმა, ამ შემთხვევაში იქნება აკრძალული. სხვა არაფერი იკრძალება. თუ ამას ეწინააღმდეგები, სულ მცირე, მოსურნე ხარ, თანამზრახველი, თანამონაწილე, რომ ადამიანები ააფეთქონ და ადამიანების გარდაცვალებაზე რევოლუციური გეგმა გავიდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





