• December

    9

    2024
  • 70
  • 0
სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს

სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს

სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს. ამის შესახებ განცხადება იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა გააკეთა, რომელიც პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. მისივე თქმით, შესაბამისი განკარგულება კორუფციასთან ბრძოლის სამმართველოს უფროსმა გასცა.

თავის მხრივ, სამხრეთ კორეის ეროვნული საგამოძიებო შტაბისა და ეროვნული პოლიციის სამმართველოს უფროსმა, უ ჩონ სუმ თქვა, რომ პრეზიდენტი, შესაძლოა, დაკითხვაზე დაიბარონ.

მანამდე სამხრეთ კორეაში დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი კიმ იონ ხიონი, რომელიც ღიად უჭერდა მხარს სამხრეთ კორეის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. სხვადასხვა მონაცემებით, სწორედ კიმ იონ ხიონი იყო სამხრეთ კორეაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების ინიციატორი.

ცნობისთვის, 3 დეკემბერს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც რამდენიმე საათში პარლამენტმა გააუქმა.

ამის შემდეგ 7 დეკემბერს სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება სცადა, თუმცა ეს ვერ მოახერხა, რადგანაც პრეზიდენტის პარტიამ ბოიკოტის ნიშნად დატოვა დარბაზი.

პრეზიდენტი იუნ სოლ იოლი რჩება თანამდებობაზე. ოპოზიცია, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს, პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში სდებს ბრალს და მის გადაყენებას ითხოვს, თუმცა იმპიჩმენტისთვის მათ ხმების საკმარისი რაოდენობა არ აქვთ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor