• July

    4

    2026
  • 29
  • 0
უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის მინისტრებმა ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაათვალიერეს

უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის მინისტრებმა ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაათვალიერეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს ლაზიზ კუდრატოვსა და ტრანსპორტის მინისტრს, ილხომ მახკამოვს ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურა – „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“, „პეის ჯგუფის“ ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაათვალიერებინა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებს დაგეგმილი პროექტებიც გააცნო და შუა დერეფნის განვითარების პროცესში საქართველოს პორტების სრულ მზაობას გაუსვა ხაზი.

მარიამ ქვრივიშვილი, ლაზიზ კუდრატოვსა და ილხომ მახკამოვთან ერთად, ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასაც ეწვია, რომელიც ბიზნესსაქმიანობის მოცულობით ქვეყანაში მოწინავეა.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor