• December

    11

    2024
  • 93
  • 0
სუს-ი მოსახლეობას აფრთხილებს

სუს-ი მოსახლეობას აფრთხილებს

დასავლეთიდან მართული რადიკალური ჯგუფების გეგმა გაშიფრულია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯერ კიდევ მაისში საუბრობდა იმ გეგმაზე, რის სისრულეში მოყვანასაც რადიკალები ცდილობენ.

მაიდნის სცენარის გამეორება, იერიში საკანონდებლო ორგანოზე, დესტრუქციული ქმედებებისთვის ახალგაზრდების გამოყენება, მასობრივი პროტესტი, აქციებზე მოლოტოვის კოქტეილებისა და აალებადი ნივთიერებების გამოყენება, თავდასხმა სამართალდამცავებზე, ეს ,,სუს”-ის მიერ ჯერ კიდევ 8 მაისს გავრცელებული ინფორმაციაა, რომელიც რადიკალებმა დღეს განახორციელეს.

გრიგოლ ლილუაშვილის უწყება ამჯერად საზოგადოებას მოსალოდნელი და რეალური საფრთხის შესახებ საგანგებო განცხადებით აფრთხილებს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რადიკალები მაქსიმალურად შეეცდებიან 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღის ჩაშლას. იგეგმება სიტუაციის მაქიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი, რათა ქვეყანაში პროცესები ხელოვნურად კიდევ უფრო დაიძაბოს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოსახლეობას მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებაც აფრთხილებს და მოუწოდებს, ნებსით თუ უნებლიედ, არ აჰყვენ რადიკალური პოლიტიკური აქტორების პროვოკაციების და არ გახდნენ პროვოკაციების სამიზნე და მონაწილე. ლილუაშვილის უწყება საზოგადოებას აქვე მოუწოდოებს, რომ კონკრეტული მსგავსი პროვოკაციების შემთხვევაში, ნებისმიერი ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით იმოქმედონ და ინფორმაცია შესაბამის უწყებებს მიაწოდონ. ის რაც საზოგადოებამ დესტრუქციული ოპოზიციისგან წინა დღეებში ნახა, ,,სუს”-ის ინფორმაციას სულ უფრო ამყარებს.

რადიკალებისგან ,,საკრალური მსხვერპლი”, ,,ორი გვამი” და პროვოკაციები, რომ არახალია, ეს კარგად იციან ,,ქართულ ოცნებაში”. შესაბამისად, სახელისუფლებო გუნდი მოსალოდნელ საფრთხეს რეალურად აღიქვამს და მთავარ აქცენტს სწორედ მოღალატე ოპოზიციის რადიკალურ ნაბიჯებზე აკეთებს.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor