
ზურაბიშვილის ,,გედის სიმღერა” დასასრულს უახლოვდება – დაუთმობს თუ არა იგი სასახლეს მიხეილ ყაველაშვილს ?
ოთხი დღე პრეზიდენტის არჩევნებამდე – სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კარიერა დასასრულს უახლოვდება. კონსტიტუციით ვადა ეწურება, თუმცა როგორც ირკვევა, ის ორბელიანების სასახლიდან წასვლას არ აპირებს და ეს იმ ფონზე, როცა არჩევნების თარიღი დადგენილია. დიახ, დადგენილია ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის თარიღი და ცნობილია პრეზიდენტობის კანდიდატიც.
დასავლეთიდან მართული ზურაბიშვილისგან განსხვავებით, ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იქნება, რომელიც პატრიოტიზმით, სამშობლოს სიყვარულით და ეროვნული ინტერესისადმი პატივისცემით გამოირჩევა და რაც მთავარია, სწორედ ის დააბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს კონსტიტუციის ჩარჩოებში, რომელიც ამ ინსტიტუციას სწორედ სალომე ზურაბიშვილმა წაართვა.
14 დეკემბერი, პარლამენტი დღის 12:00 საათი პრეზიდენტის არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია სრულ მზადყოფნაშია. გიორგი კალანდარიშვილის უწყება უზრუნველყობს პარლამენტში არჩევნების პროცეს, შედეგებისა და შემაჯამებელი ოქმის გამოცხადებას. არჩევნები პირველად ქვეყნის ისტორიაში ამერიკული მოდელით ტარდება და მას 300 კოლეგია დაუჭერს მხარს. კოლეგიის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატი, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების, ასევე თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლები, ხოლო ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.
ირაკლი გუნია





