• December

    12

    2024
  • 137
  • 0
საქართველოს ჩემპიონი კარატეში ლუკა ხვედელიანი რუსთაველზე მიმდინარე ძალადობრივ აქციებს ემიჯნება

საქართველოს ჩემპიონი კარატეში ლუკა ხვედელიანი რუსთაველზე მიმდინარე ძალადობრივ აქციებს ემიჯნება

,,GEO NEWS” პროფესიონალ სპორტსმენს, საქართველოს 9 გზის ჩემპიონს კარატეში, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონს სტილობრივ კარატეში ლუკა ხვედელიანს ექსკლუზიურად ესაუბრა. 

ლუკა ხვედელიანი გამორჩეულად სახელმწიფოებრივ პოზიციას იკავებს და ემიჯნება საქართველოში ყოველგვარ ძალადობრივ ქმედებებს, რასაც ადგილი ჰქონდა რუსთაველის გამზირზე. 

-მოდით, შევაფასოთ რუსთაველის გამზირზე რამდენიმე დღის წინ სასახლის დაწვა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია…

-რა თქმა უნდა, ეს ყოვლად მიუღებელი საქციელი იყო ქართველებისთვის და საქართველოსთვის, რაც არასდროს იქნება მოსაწონი – როდესაც ასეთ შეურაცხყოფას აყენებენ რელიგიას და ასეთ რიტუალებს ატარებენ აქციაზე. ეს არაქრისტიანულია, შესაბამისად, არაქართული. კუბოზე სულ, რომ იესო ქრისტე არ ყოფილიყო გამოსახული, ყველა შემთხვევაში არასწორი იყო ეს უსაქციელობა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამას მთელი ის საზოგადოება, რომელიც აქციაზე იყო მშვიდად უყურებდა.

სახეზეა ორად გაყოფილი საზოგადოება და გაზრდილი პოლარიზაცია. როგორ ხედავთ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ?

-რა თქმა უნდა, რთული სიტუაციაა. დღეს საქართველოში ქართველი ხალხი ერთმანეთს ებრძვის და ამ ყველაფერს ხელს უწყობენ უცხოეთიდან ჩარეული ქვეყნები და კონკრეტული პირები. ქართველი ხალხი უნდა დაფიქრდეს, როცა უცხოეთიდან ფინანსდება და ხელის შეწყობა ხდება ქართველი ხალხის გახლეჩვისა და გადამტერებისთვის. აქ უნდა მიხვდეთ, რომ მათ უბრალოდ თავიანთი მიზნები აქვთ, რისი გამოყენებაც თავიანთი კეთილდღეობისთვის უნდათ და არა საქრთველოსთვის. ეს ყველაფერი ასევე ეხება რუსეთს, რომელსაც 20% ოკუპირებული აქვს და არის აგრესორი სახელმწიფო. ამიტომ ერთმანეთის გადამტერებას სჯობს, რომ ერთმენეთს პატივისცემით მოვუსმინოთ, ვისაუბროთ ერთმანეთში და გავძლიერდეთ.

– შეაფასეთ ბიძინა ივანიშვილისა და მაკრონის საუბარი, სადაც მაკრონმა სურვილი გამოთქვა წვლილი შეიტანოს საქართველოში ვითარების დამშვიდებაში. რამდენად მნიშვნელოვანი და რეალურია ეს ?

-ცხადია, ევროკავშირთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია. ჩვენი გზა ევროპაა – ჩვენს ლამაზ და ღირსეულ ტრადიციებთან ერთად, რომელიც ხელშეუხებელია, რომელსაც ვერავინ დაამარხებს. ყველანაირი კონტაქტი, რომელიც ამ არეულობას დაალაგებს, არის დადებითი ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე, ყოველდღიურად იცვლება მსოფლიო პოლიტიკა და ვითარება. ვიმედოვნებ, ევროკავშირისა და ამერიკის პოზიციები საქართველოს მიმართ პოზიტიური გახდება.

დაბოლოს, ,,სუს”-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგეგმება 14 დეკემბერს პრეზიდენტის არჩევნების ჩაშლა, ამავე ინფორმაციაში საუბარია, მსხვერპლზეც….ესეც რომ შეაფასოთ…

-არ გამოვრიცხავ, მაგრამ ამაში დიდად ჩახედული არ ვარ. ზოგადად რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ბევრჯერ გვინახავს ძალიან ცუდი და არაადამიანური გადაწყვეტილებები. ამიტომ არაფერს გამოვრიცხავ, მშვიდობას ვუსურვებ სრულიად საქართველოს.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor