
მამა შალვა კეკელიაზე მომხდარი თავდასხმა დასაგმობია
რადიკალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება და კიდევ ერთი თავდასხმა ქართულ ეკლესიაზე. რადიკალების მხრიდან უსამშობლოობის გამოვლინებისა და რელიგიურ გრძნობებზე თამაშის შემდეგ, მათი სამიზნე ამჯერად სასულიერო პირები გახდნენ.
აქციის მონაწილეები სასულიერო პირების მიმართ რეპლიკებით გამოირჩეოდნენ და სასულიერო პირებს მიმდინარე აქციებზე განვითარებული მოვლენების არდაგმობაში ადანაშაულებდნენ. არადა, საქართველოს საპატრიარქომ მიმდინარე დღეებში არა ერთი განცხადება გაავრცელა – მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, ხოლო ძალადობა დაგმო.
მოვლენების ეპიცენტრი ჭავჭავაძის გამზირი იყო, სადაც საპროტესტო მსვლელობა იმართებოდა.
თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძართან, მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რადიკალური ჯგუფები ქართულ ეკლესიას ებრძვიან და მისი დისკრედიტაციით არიან დაკავებულნი.
რადიკალი ფაშისტების მთავარი მიზანი ქვეყანაში არეულობა და საპატრიარქოს დისკრედიტაციაა.
მამა შალვა კეკელიას მიმართ განხორციელებული თავდასხმის ორკესტრირებული კამპანია მიუღებელია, როგორც ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის, ასევე მმართველი პოლიტიკური ძალისათვის.
,,ქართული ოცნება” მსგავს თავდასხმებს კატეგორიულად გმობს.
ირაკლი გუნია





