• December

    13

    2024
  • 210
  • 0
ირაკლი თავდგირიძე: ,,მამა შალვამ საკმაოდ ზუსტად აღნიშნა, რომ მსგავსად კომუნისტები იქცეოდნენ”

ირაკლი თავდგირიძე: ,,მამა შალვამ საკმაოდ ზუსტად აღნიშნა, რომ მსგავსად კომუნისტები იქცეოდნენ”

,,GEO NEWS” ბათუმის საკრებულოს თავჯდომარეს ირაკლი თავდგირიძეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა და სასულიერო პირთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის შეფასებაც სთხოვა.  

ბატონო ირაკლი, მოდით, შეგვიფასეთ დღეს განვითარებული მოვლენები – მამა შალვა კეკელიასთან მომხდარი ინციდენტი. რა ნახა საზოგადოებამ და რა იყო ამ ყველაფრის კონკრეტული მიზანი ?

-დღეს მართლაც უმძიმესი იყო იმის ყურება, რაც ხდებოდა თბილისში. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ლიბერალურ ფაშიზმს არ აინტერესებს არავითარი მორალური ფასეულობები და რომ ის მიდრეკილია საზოგადოებისთვის პატივსაცემი პიროვნებებისა თუ ინსტიტუციების დისკრედიტაციისაკენ. მამა შალვამ საკმაოდ ზუსტად აღნიშნა, რომ მსგავსად  კომუნისტები იქცეოდნენ.

როგორ ხედავთ პროცესების დასტაბილურებას ?

-დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ვფიქრობ, გულწრფელ ახალგაზრდებთან საუბარი ყველა პრობლემას გადაჭრის და მდგომარეობას დაასტაბილურებს. ასევე, როგორც იცით, მალე შეერთებულ შტატებში ადმინისტრაცია შეიცვლება, რაც ხელს შეუწყობს ,,გადატვირთვას” ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან.

ხვალ პრეზიდენტის არჩევნებია, იყო სუს-ის გაფრთხილება, საუბარი მსხვერპლზე. რა მოლოდინი გაქვთ 14 დეკემბერს ?

-სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იდეალურად მუშაობს, რაზეც მეტყველებს შესაძლო დანაშაულის ( ამ სახით ) პრევენცია.

დარწმუნებული ვარ, იქნება პროვოკაციები, თუმცა ასევე მჯერა, რომ ჩვენი ძალოვანი უწყებები დაიცავენ საქართველოს სახელმწიფო კონსტიტუციურ წესრიგს და ჩვენს საზოგადოებას. ვიმეორებ, დარწმუნებული ვარ, ქართული სახელმწიფოს სიმტკიცეში, ამიტომ პოზიტიურად ვარ განწყობილი.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor