
ვალერი გაზაევი : ,,ყაველაშვილი ღირსეული ადამიანია, სარგებელს მოუტანს თავის ქვეყანას, თავის ხალხს და თავს ძლიერ პოლიტიკოსად დაიმკვიდრებს”
ვალერი გაზაევმა, ცნობილმა ფეხბურთის მწვრთნელმა, მსოფლიო სახელით, ალანიას ყოფილი ფეხბურთელის, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილი მიხეილ ყაველაშვილის პერსპექტივა შეაფასა.
ალანიას ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვალერი გაზაევმა ვლადიკავკაზის ნაკრების ექს-მოთამაშის, მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს პრეზიდენტის კანდიდატად წარდგენაზე კომენტარი გააკეთა:
,,ყაველაშვილი ნამდვილად ღირსეული ადამიანია. მე მას ძალიან კარგად ვიცნობ და მიხეილი ყოველთვის აჩვენებდა საუკეთესოს სპორტში და ცხოვრებაში. როცა ალანიაში თამაშობდა, გუნდი რუსეთის ჩემპიონი გახდა. ყაველაშვილმა დიდი კვალი დატოვა კლუბის ისტორიაში. ის ყოველთვის აჩვენებდა საუკეთესო ადამიანურ თვისებებს, ის არის შესანიშნავი სპორტსმენი და შესანიშნავი პროფესიონალი.
მოგვიანებით მიხეილმა მანჩესტერ სიტიში მიიღო მიწვევა, შემდეგ კი საქართველოში გადავიდა.
არ მიკვირს, პოლიტიკაში, რომ წავიდა. მიხეილის სპორტული კარიერის დასრულებიდან ბევრი დრო გავიდა, ის ხომ პარლამენტის წევრიც იყო. დღეს კი უკვე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატია.
მინდა მივულოცო მას ეს წარდგენა და ვუსურვო ყოველივე საუკეთესო. ის არის ღირსეული ადამიანი, რომელიც სარგებელს მოუტანს თავის ქვეყანას, თავის ხალხს და თავს ძლიერ პოლიტიკოსად დაიმკვიდრებს.
ასე ეხმაურება ბატონი გაზაევი ყაველაშვილის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენას.
მოამზადა – ირაკლი გიორგაძემ





