• December

    16

    2024
  • 101
  • 0
მედიის ცნობით, ისრაელის მიერ ღაზაზე განხორციელებული იერიშის შედეგად, სულ მცირე, 53 ადამიანი დაიღუპა

მედიის ცნობით, ისრაელის მიერ ღაზაზე განხორციელებული იერიშის შედეგად, სულ მცირე, 53 ადამიანი დაიღუპა

ისრაელმა ღაზის მასშტაბით საჰაერო და სახმელეთო იერიშები განახორციელა. თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 53 ადამიანია დაღუპული, რომელთა შორისაცაა ჟურნალისტი, სამაშველო სამსახურის თანამშრომელი, სამედიცინო პერსონალი. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ისრაელელი სამხედროები ამბობენ, რომ მათმა საჰაერო და სახმელეთო ძალებმა ანკლავის ჩრდილოეთში ათობით მებრძოლი მოკლეს, სხვები კი დააკავეს. საჰაერო იერიში იყო განხორციელებული ღაზის ქალაქ ხან იუნისზე. ლტოლვილთა თავშესაფარზე მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანია დაღუპული, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები.

ქალაქ ბეით-ჰანუნის მცხოვრებლები კი ამბობენ, რომ ისრაელელმა სამხედროებმა ალყა შემოარტყეს სკოლას, სადაც იძულებით გადაადგილებული ადამიანები აფარებდნენ თავს, შემდეგ შეიჭრნენ შენობაში და იქ მყოფ ხალხს ქალაქ ღაზისკენ წასვლა უბრძანეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor