• December

    16

    2024
  • 94
  • 0
კახა კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე დღეს სადღესასწაულო ღონისძიების გარეშე აინთება

კახა კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე დღეს სადღესასწაულო ღონისძიების გარეშე აინთება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე დღეს რუსთაველის გამზირზე სადღესასწაულო ღონისძიების გარეშე აინთება.

როგორც კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღესვე ჩაირთვება საახალწლო ილუმინაციებიც.

„როგორც მოგეხსენებათ, ტრადიციულად, დეკემბერის დასაწყისში თბილისში ვრთავთ ხოლმე საახალწლო განათებებს და ინთება მთავარი ნაძვის ხე. ამჯერადაც, დღეს საღამოს ჩაირთვება ილუმინაციები და ღონისძიების გარეშე აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე.

ახალი წელი არის ყველასთვის საყვარელი სახალხო დღესასწაული და არავის მივცემთ უფლებას, ჩვენს პატარებს და თანაქალაქელებს სიხარულის და ბედნიერების განცდა წაართვას.

თბილისი იქნება ყველაზე ლამაზი საახალწლო ქალაქი, გვექნება ბევრი საზეიმო ღონისძიება ამ დღეების განმავლობაში და ახალ, 2025 წელს შევხვდებით ისე, როგორც გვეკადრება – ახალი გამარჯვებებით, მშვიდობისა და განვითარების იმედით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor