• December

    16

    2024
  • 85
  • 0
ვლადიმერ პუტინი – დასავლეთს რუსეთი წითელ ხაზებამდე მიჰყავს, ამას რუსეთი უპასუხოდ ვერ დატოვებს

ვლადიმერ პუტინი – დასავლეთს რუსეთი წითელ ხაზებამდე მიჰყავს, ამას რუსეთი უპასუხოდ ვერ დატოვებს

დასავლეთს რუსეთი წითელ ხაზებამდე მიჰყავს, ამას რუსეთი უპასუხოდ ვერ დატოვებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა.

„მითიური რუსული საფრთხის საბაბით აშინებენ თავიანთ მოსახლეობას, რომ ვაპირებთ ვინმეზე თავდასხმას. ტაქტიკა ძალიან მარტივია: მივყავართ წითელ ხაზებამდე, რომლიდანაც უკან დახევა უკვე აღარ შეგვიძლია და ვიწყებთ პასუხს – მაშინვე აშინებენ მოსახლეობას, ადრე – საბჭოთა, ახლა კი რუსული საფრთხით“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ლიდერის თქმით, აშშ და დასავლეთი განაგრძობენ თავიანთი წესების დანარჩენი მსოფლიოსთვის თავზე მოხვევას.

პუტინი აცხადებს, რომ აშშ-ისთვის არავითარი წესები არ არსებობს და ის ჰიბრიდულ ომს აწარმოებს რიგი ქვეყნების, მათ შორის, რუსეთის მიმართ.

„ვხედავთ, რომ აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია და პრაქტიკულად მთელი კოლექტიური დასავლეთი განაგრძობენ მსოფლიო საზოგადოებისთვის თავიანთი ე.წ. წესების მოხვევას, რომლებიც მუდმივად იცვლება, ისე როგორც მათ აწყობთ“, – აღნიშნა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, ამერიკა განაგრძობს უკრაინის შეიარაღებითა და თანხით დახმარებას, გზავნის დაქირავებულ მებრძოლებსა და სამხედრო მრჩევლებს, რითიც ხელს უწყობს კონფლიქტის შემდგომ ესკალაციას.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor